logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ვიზიტი ბრიტანეთში დასრულდა
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ვიზიტი ბრიტანეთში დასრულდა
11:57 10.05.2019
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ნინო გოგუაძის ხელმძღვანელობით ბრიტანეთში ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის მიზანი ბრიტანეთის პარლამენტში დეზინფორმაციის საკითხებზე ჩატარებული თემატური მოკვლევის შესახებ გამოცდილების გაზიარება იყო.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიტანეთის პარლამენტის წევრს დამიან ქოლინს შეხვდა, რომელმაც მიმდინარე წელს, დეზინფორმაციის საკითხებზე ბრიტანეთის პარლამენტში თემატური მოკვლევა ჩაატარა და ქართველ კოლეგებს გამოცდილება, გამოწვევები და მიგნებები. მხარეებმა, ასევე განიხილეს ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ქართული დელეგაციის წევრები ასევე, დაესწრნენ თემატური მოკვლევის ზეპირ მოსმენებს. შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თანამშრომლებს დანიელ ვეიზსა და მარკ ესერტონს, სადაც საკომიტეტო მოკვლევის ტექნიკასა და პროცედურებზე ისაუბრეს.

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეხვედრები გამართა ადგილობრივი კვლევით ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან უსაფრთხოების საკითხებში მარკ მილერთან, სოციალური მედიის კვლევის ცენტრის კვლევით დირექტორთან ჯეიმს ნიქსისთან, ასევე, ჩათჰამ ჰაუსის ევრაზიისა და რუსეთის პროგრამის ხელმძღვანელთან ევან ლოუსონთან, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტთან და საინფორმაციო ომი და რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მკვლევართან, ედვარდ ლუკასთან.

განხილვის თემას რუსეთის მიერ დეზინფორმაციის, როგორც ჰიბრიდული ომის მეთოდის გამოყენებას, საფრთხის გავრცელების გლობალურ მასშტაბს და ამ პროცესში სოციალური მედიის როლს, გამოწვევებსა და ერთიანი ბრძოლის მექანიზმების შემუშავების მხრივ თანამშრომლობის საკითხებს ეხებოდა.

ბრიტანეთში დელეგაციის შემადგენლობაში მოკვლევის ჯგუფის წევრები ნინო გოგუაძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და გიორგი კანდელაკი იმყოფებოდნენ.

ვიზიტი ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის მხარდაჭერით განხორციელდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა