logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
პრემიერი: ჩვენი ამოცანაა, თბილისი ევროპული კატეგორიის დედაქალაქი გავხადოთ
პრემიერი: ჩვენი ამოცანაა, თბილისი ევროპული კატეგორიის დედაქალაქი გავხადოთ
18:09 08.05.2019
ჩვენი ამოცანაა, თბილისი აუცილებლად გავხადოთ ევროპული კატეგორიის დედაქალაქი ყველა სტანდარტის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მთავრობის მიერ გაცხადებული მწვანე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და უმთავრესი პრიორიტეტია.

„შეძენილია 90 ახალი, უმაღლესი სტანდარტის ევროპული კატეგორიის ავტობუსი, წლის ბოლომდე კიდევ 200 ახალი ავტობუსი შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში ძველ პარკს ფაქტობრივად მთლიანად ჩავანაცვლებთ. ჩვენ დამატებითი რესურსი გამოვუყავით თბილისის მუნიციპალიტეტს, რათა მომავალ წელსაც განაგრძოს ეს პროგრამა. მომავალ წელს ელექტრო ავტობუსები დაგვემატება.თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, რომლითაც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ. ვიცით, რომ ჩვენს სხვა მიმართულებებში გვაქვს პრობლემები, როგორიც არის მაგალითად თბილისის მეტროპოლიტენი. თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და დაიწყება მეტროს ახალი შემადგენლობების შემოყვანაც. გპირდებით, თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი და ამას აუცილებლად შევასრულებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძესა და მის გუნდ პროექტის მოკლე ვადებში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები დედაქალაქის მერმა წარადგინა.

თბილისის წელს ავტოპარკს Euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მომუშავე 90 ახალი ავტობუსი ემატება. ტრანსპორტი გათვლილია 82 მგზავრზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ტრანსპორტი აღჭურვილია საინფორმაციო ხმოვანი სისტემით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, ასევე USB დამტენებით და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალებით. 8 თვეში დედაქალაქს კიდევ 220 ერთეული, ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი დაემატება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის