logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
პარლამენტის თავმჯდომარემ „გერმანული ენის თვე 2019“ გახსნა
პარლამენტის თავმჯდომარემ „გერმანული ენის თვე 2019“ გახსნა
22:56 07.05.2019
გერმანულმა ენამ ბევრ ქართველ ახალგაზრდას გაუხსნა გზა ევროპული განათლების მიღებისკენ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის როლი ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში, გამორჩეულია - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანული ენის თვის საზეიმო გახსნაზე განაცხადა.

პროექტი, რომელიც გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების ორგანიზებით, წელს უკვე მეშვიდედ იმართება, ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა, არად ბენკომ და შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანული ენა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მისივე თქმით, გერმანული ენის ფლობამ ბევრ ქართველ ახალგაზრდას გზა გაუხსნა ხარისხიანი ევროპული განათლებისა და შესაბამისად, ფართო შესაძლებლობებისკენ.

ირაკლი კობახიძემ გერმანიასთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობასა და დემოკრატიის განმტკიცებაში, მეგობარი ქვეყნების მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზეც.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისა და გერმანისტების გამორჩეულ როლზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა განსაკუთრებული წვლილი, რომელიც მთარგმნელებს საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციასა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მნიშვნელოვანი წარმატებების მოპოვების საქმეში შეაქვთ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გერმანული ენის თვის აღსანიშნავი პროგრამა საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანია.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ყოველწლიური ინიციატივა გერმანული ენის შესწავლისა და გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობის სურვილს კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩენს.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის