logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თბილისში საერთაშორისო ფორუმი "კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება" დაიწყო
თბილისში საერთაშორისო ფორუმი "კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება" დაიწყო
12:51 06.05.2019
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით მასშტაბური პროექტი „საქართველო, ევროპა“ დაიწყო. ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი - „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

ფორუმში მონაწილეობენ როგორც სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრები და სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ევროპის წამყვანი ექსპერტები, ხელოვანები, ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

პანელ-დისკუსიების ფორმატში ქართველი და საერთაშორისო მომხსენებლები ფორუმის პირველ დღეს ისაუბრებენ კულტურაზე, როგორც საერთაშორისო მასშტაბით პოზიტიური ცვლილებების განხორციელების ინსტრუმენტზე, კულტურის როლზე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების ჭრილში, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ქვეყნის კულტურის განვითარების გზებსა და სხვა საკითხებზე.
ღონისძიებაზე მოეწყობა ევროპის საბჭოს გამოფენა „აღმოაჩინე მრავალფეროვნება, აღმოაჩინე ისტორია“, რომელიც საქართველოს მრავალფეროვნების შესახებ ევროპელი მოგზაურებისა და მკვლევარების ჩანაწერების ფოტო სერიებს მოიცავს.

7 მაისს, გაიმართება სხვადასხვა ვორქშოფი, სადაც ევროპის წამყვანი ექსპერტები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. დისკუსია ქვეყნებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებასა და შემოქმედებითი კავშირების განვითარების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.

პროექტის „საქართველო, ევროპა“ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ევროპული ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის ამაღლება, ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა - ქვეყნის, როგორც სანდო და ძლიერი პარტნიორის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე. კულტურული დიპლომატია, ე.წ. ,,რბილი ძალა“, ძირითადი ინსტრუმენტია ქვეყნებს შორის ურთიერთობების ფორმირებაში, შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის განხორციელება კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროექტი „საქართველო, ევროპა“ მიმართულია, ერთი მხრივ, საქართველოს პოპულარიზაციისა და მისი ცნობადობის გაზრდისკენ მსოფლიო მასშტაბით, ხოლო, მეორე მხრივ, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციისკენ საქართველოში. პროექტი გულისხმობს ევროპასა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფონდებთან თანამშრომლობით კულტურული პროგრამების განხორციელებას, რითაც საქართველო გახდება ევროპულ კულტურული კალენდრის ნაწილი. პროგრამის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, ფესტივალები, საერთაშორისო გამოფენები, კონცერტები და ა.შ. შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია, სადაც თავმოყრილი იქნება წლის განმავლობაში პროექტით დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა