logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ ნაწილი, არამედ ევროპული ღირებულებების, კულტურისა და ისტორიის შექმნის აქტიური თანამონაწილე
მიხეილ ბატიაშვილი: საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ ნაწილი, არამედ ევროპული ღირებულებების, კულტურისა და ისტორიის შექმნის აქტიური თანამონაწილე
11:54 06.05.2019
საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე - „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პრემიერ-მინისტრს და ფორუმის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა საინტერესო გამოსვლებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპული ერების თანამეგობრობაში აუცილებლად ღირსეული ადგილის დამკვიდრებს, რადგან ეს ქართველი ხალხის ურყევი ნებაა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი თუ ინტელექტუალური ცხოვრების ყველა სფეროში, თითოეული ჩვენგანის საქმიანობა უმთავრეს მიზანს ემსახურება: გავაღრმავოთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, და ამავდროულად, განვამტკიცოთ ევროპული ცხოვრების წესი.

„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ ნაწილი, არამედ ევროპული ღირებულებების, კულტურისა და ისტორიის შექმნის აქტიური თანამონაწილე. ყველაზე უკეთ ეს ჩვენს თვითმყოფად, ევროპულ, უძველეს კულტურასა და ტრადიციებში ჩანს.
კულტურა დღესაც უძლიერესი ინსტრუმენტია ფასეულობათა დამკვიდრების, ურთიერთობების გაღრმავების, საერთაშორისო მასშტაბით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისა და წინსვლისთვის. მეტი განვითარებისთვის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან თანამშრომლობა.

სწორედ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება ჩვენი სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ორგანიზებული პროექტი „საქართველო, ევროპა”,რომელსაც დღევანდელი ფორუმით ვიწყებთ. პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს იქნება პლატფორმა ქართველებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს შორის დიალოგის, თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარებისთვის“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა