logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერი „ევროპის დღეების“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
დედაქალაქის მერი „ევროპის დღეების“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
17:45 05.05.2019
თბილისში „ევროპის დღეები“ ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების დაწყებამდე ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები შესრულდა.

თბილისის მერმა ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ ხუთი წელი გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამ მხრივ ჩვენ უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა ყველაზე მთავარი - გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია, ამისთვის გასაკეთებლი კიდევ ბევრი გვაქვს. ეს ძალიან კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ასეც მოხდება. არ შემიძლია არ გავიხენო ზურაბ ჟვანიას სიტყვები - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. ეს არ ყოფილა მხოლოდ სიტყვები, ამას აქვს ძალიან დიდი შინაარსობრივი დატვირთვა. ჩვენ, ქართველები ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, კულტურით, ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები“ - განაცხადა კახა კალაძემ.

სტუმრებმა ევროპის მოედნის ტერიტორიაზე მოწყობილი „ევროსოფელი“ დაათვალიერეს, სადაც ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანაა წარმოდგენილი. ისინი მნახველებს საკუთარ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას აცნობენ. ასევე, წარადგენენ საქართველოში განხორციელებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ. „ევროსოფელში“ საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტურუქტურა საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი თითოეულ სტენდთან იმყოფებოდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„ევროპის დღეები“ საქართველოში მაისის ბოლომდე გაგრძელდება და 80-მდე ღონისძიებას მოიცავს. მათში მონაწილეობენ აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და სხვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა