logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ევროკავშირი საქართველოს ნარჩენების მართვის სრულყოფაში ეხმარება
ევროკავშირი საქართველოს ნარჩენების მართვის სრულყოფაში ეხმარება
15:42 05.05.2019
ნარჩენების მართვის მართვის გაუმჯობესება საქართველოში იყო დღევანდელი საჯარო ფორუმის “Talking Environment – გარემოს ქმნი შენ“ განხილვის საგანი. ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ფართო საზოგადოების 400-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

საჯარო ფორუმი ორგანიზებული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან, თბილისის მერიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციათან “Georgia’s Environmental Outlook- GEO” მჭიდრო თანამშრომლობით.

საჯარო ფორუმმა შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდობის, სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტული ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 400 მეტ წარმომადგენელს ჩართულიყო საქართველოში ნარჩენების მართვის საკითხების შესახებ დისკუსიებში. ნარჩენების არასათანადო მართვით ქვეყანაში შექმნილ გამოწვევებზე, აგრეთვე ნარჩენების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე დეტალურად ისაუბრეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ: კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში; ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე; ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; გიორგი შუხოშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი; მაიკე დამენი, საერთაშორისო ექსპერტი; ხათუნა გოგალაძე, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი; ნინო თევზაძე, CENN.

„ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია გარემოს დაცვის სფეროში. მოხარული ვარ, რომ გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოების დღის წესრიგში პრიორიტეტულ ადგილს იკავებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირისთვის დიდი პატივია უმასპინძლოს დიდ საჯარო ფორუმს თბილისში, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში და ამით ხელი შევუწყოთ საჯარო დისკუსიას. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ინტერესემა, რომელიც ამ ღონისძებამ გამოიწვია და ისეთი პარტნიორების მონაწილეობამ, როგორიც არის საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება. მოუთმენლად ველით ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას საქართველოს მხარდასაჭერად, რათა ქვეყანამ შეძლოს ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა“ - განაცხადა ელჩმა ჰარცელმა.

„მთავარ დაინტერესებულ მხარეებს შორის საქმიანობების კოორდინაცია, მათი და ასევე ფართო საზოგადოების მხრიდან ნარჩენების მართვის პროცესში საკუთარი როლისა და ვალდებულებების სათანადო გააზრება, ნარჩენების მართვის დარგში წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

„ამიტომ აუცილებელია, რომ საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობის, ტენდენციებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში“.

ევროკავშირის ელჩმა ჰარცელმა ფორუმზე გახსნიალად გამოაცხადა სოციალური მედია-კამპანია „ნარჩენების შემცირების გამოწვევა“, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადების ჩართვას ნარჩენების რაოდენობის მინიმიზაციაში მათი შემცირების, ხელახალი გამოყენების, გადამუშავების გზით. მან აღნიშნა, რომ ნარჩენების შემცირება არის ის, რაც თითოეულ ჩვენთაგანს ხელეწიფება - „ნარჩენების შემცირების გამოწვევით“ იმედი მაქვს, რომ ეს გზავნილი ფართო მასებს მიაღწევს.
ღონისძიება დაიგეგმა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც გარემოსდაცვითი საკითხები პრიორიტეტულ საკითხებად გამოიკვეთა ადგილობრივ მნიშვნელოვან საკითხების ჩამონათვალში. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აღელვებს: ჰაერის დაბინძურება (57%), სურსათის უსაფრთხოება (44%) და საკვებ პროდუქტებში სახიფათო და ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა (40%). გამოკითხვის შედეგების თანახმად, თბილისის მოსახლეობისათვის ყველაზე მწვავე პრობლემას გარემოს დაბინძურება წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 ტონა - 3.42 მლნ. მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 600 კგ-ს შეადგენს. ნარჩენები შეიცავს 1000-მდე არასახიფათო და სახიფათო ნივთიერებას, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

ნარჩენების უკონტროლოდ განთავსება
■აბინძურებს ჰაერს, წყალს და ნიადაგს;
■აზიანებს ეკოსისტემებს და ბიომრავალფეროვნებას;
■აბინძურებს საკვებს;
■ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელებას.

ნარჩენების შეგროვება, უსაფრთხოს განთავსება, რეციკლირება, აღდგენა და ზოგადად ნარჩენების მართვა საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. 2015 წლამდე, კერძოდ, ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებამდე, საქართველოში არ არსებობდა ნარჩენების მართვის სათანადო სისტემის შექმნის საკანონმდებლო საფუძველი. ნარჩენების მართვის კოდექსი ამკვიდრებს პრინციპების/მოთხოვნების რიგს და აკისრებს ვალდებულებებს როგორც ნარჩენების წარმომქმნელებს, ასევე ნარჩენების მართვის ობიექტების ოპერატორებს. ზოგიერთი მოთხოვნა უკვე ძალაშია. დანარჩენი მოთხოვნები ეტაპობრივად ამოქმედდება, კოდექსში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელდა რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც მიზნად ისახავდნენ კანონმდებლობისა და შესაბამისი სტრატეგიების შესრულებას და თანამედროვე სტანდარტებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის