logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდითა და პროფკავშირების ორგანიზებით თბილისში კონფერენცია გაიმართება
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდითა და პროფკავშირების ორგანიზებით თბილისში კონფერენცია გაიმართება
15:24 03.05.2019
მიმდინარე წლის 3-4 მაისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და პროფკავშირების ორგანიზებით თბილისში კონფერენცია შედგება, სადაც განიხილება ისეთი მნიშვნელობის საკითხი, როგორიცაა სოციალური დიალოგი და შრომის საერთაშორისო სტანდარტების როლი ტრიპარტიზმის ხელშეწყობაში.

იმსჯელებენ შსო-ს 144-ე კონვენციაზე და სამმხრივი სოციალური დიალოგის გზით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკული რეალიზებაზე. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შესახებ დებულება საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 7 ოქტომბერს დამტკიცდა. თუმცა დამტკიცების მიუხედავად გასული 6 წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე შეიკრიბა და რეალურად ეფექტური და რეგულარული ხასიათი ამ დრომდე ვერ მიიღო,მაშინ როდესაც მოლაპარაკების ეს გზა განვითარებული სამყაროსთვის სოციალური კრიზისების თავიდან აცილების და ჰარმონიული წყობის წინაპირობაა.

აღსანიშნავია, რომ პროფკავშირების ძალისხმევით, 2017 წელს განხორციელდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) #144ე კონვენციის რატიფიცირება ,,შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ", რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური კონსულტაციების გამართვას მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლებს შორი,, რაც გულისხმობს ასოციაციის უფლების დაცვას, კოლექტიური მოლაპარაკებების წახალისებას ყველა დონეზე და ხაზს უსვამს ტრიპარტიზმის პრინციპის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ კოვენცია ძალაში 2019 წლის 8 მაისს შედის.

"საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, რომ სოციალური დიალოგი და ტრიპარტიზმი, რაც გულისხმობს სამმხრივ თანამშრომლობას, წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის ძლიერ ინსტრუმენტს და არის ღირსეული შრომის, ინკლუზიური განვითარების და სოციალური ერთიანობისა და მშვიდობის დამკვიდრების გარანტი. ვფიქრობ, თუკი მოხდება აღნიშნული კონვენციის რეალური იმპლემენტაცია და სოციალური დიალოგის განვითარება ქვეყნის მასშტაბით ყველა დონეზე, ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას შესაბამისი ცვლილებებისა და რეფორმების გზით ბევრ სფეროში, როგორიცაა: ღირსეული დასაქმება, სოციალური უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობა, დასაქმების არასტანდარტული ფორმები და ა.შ.", -აცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირების რეგიონალური წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და უზბეკეთიდან. სამმხრივ პარტნიორობაზე კონფერენციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, პარლამენტის, საერთშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე , ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, სერგიუს გლოვაცკასი - შსო/ACTRAV ევროპისა და ცემტრალური აზიის ოფიცერი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის