logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიდ დიღომში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება
დიდ დიღომში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება
14:33 03.05.2019
საბურთალოს რაიონში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება. დიდ დიღომში ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 3 803 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე კერძო დასახლებაში მდებარე სამი ქუჩის - ბარონ დე ბაის, ნიკო ბურისა და სტრაბონის ქუჩებზე დაიწყება.

სტრაბონისა და ნიკო ბურის ქუჩებზე პირველ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რის შემდეგაც, ასფალტის საფარი დაიგება.

აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობისთვის გრუნტის გზაზე გადაადგილება არაკომფორტული იყო. პროექტის განხორციელების შემდეგ, ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საწყის ეტაპს გაეცნო. გამგებელი ასევე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი საგზაო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"დიდი დიღმის კერძო დასახლებაში მასშტაბური პროექტების განხორციელება დავიწყეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქუჩების მოწესრიგება, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება წლების განმავლობაში, დისკომფორტს უქმნიდა. მსგავსი პროექტების განხორციელება ასევე, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობა მზარდია. მაქსიმალურად ვცდილობთ, დიდ დიღომში მსგავსი პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ", - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 2 990 158 ლარი დაიხარჯება. საგზაო სამუშაოებს კომპანია "იბერი" განახორციელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა