logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ინტელექტუალურ თამაშში საქართველოს პარლამენტის შესახებ 17 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ
ინტელექტუალურ თამაშში საქართველოს პარლამენტის შესახებ 17 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ
22:09 02.05.2019
საქართველოს 17 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“ თამაშის საპარლამენტო საქმიანობის საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და საკანონმდებლო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მიზნით გაიმარტა. გამარჯვებული გუნდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემ დააჯილდოვეს.



ზვიად ძიძიგურმა მადლობა გადაუხადა თამაშის ორგანიზატორებს და გამარჯვება მიულოცა სტუდენტებს. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიყო. 17 უნივერსიტეტის ინტელექტუალურ ნაკრებებთან მიხვიდე და მიულოცო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მინდა კიდევ უფრო მეტი მიმდევარი ჰყავდეს ამ თამაშს საქართველოში“, - მიმართა სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.



თამაშის განმავლობაში სტუდენტებს 30 შეკითხვა დაუსვეს, რომლებიც საქართველოსა და სხვა ქვეყნების პარლამენტების შესახებ ისტორიულ ცნობებს და გამოჩენილ პარლამენტარებზე ზოგად ინფორმაციას მოიცავდა.

ღონისძიებას გაუძღვა პარლამენტის წევრი და „რა? სად? როდის?“ კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე. თამაშის მონაწილეებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.



„ჩვენს ქვეყანას დღეს ძალიან სჭირდება ძლიერი პარლამენტი, ხოლო პარლამენტი მაშინ არის ძლიერი, როცა იგი ღია, გახსნილი და ანგარიშვალდებულია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ სწორედ ასეთი გახდეს პარლამენტი, გაიზარდოს საზოგადოების ნდობა მის მიმართ, ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება პარლამენტთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ ახალგაზრდებს გაუჩნდეთ ინტერესი პარლამენტის მიმართ, ვატარებთ თამაშს „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა ინფორმაციის გასავრცელებლად იმისათვის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.



როგორც ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, ძლიერი დემოკრატია საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს. , „საპარლამენტო საქმიანობაში ახალი თაობის ჩართულობა მეტ ნიჭიერ ახალგაზრდა ადამიანს მოიზიდავს დემოკრატიის ფორმალურ პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს მათი ენერგიის გამოყენებას სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად“, - განაცხადა მან.



კარლო ნატალემ ხაზი გაუსვა მოქალაქეთა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მონაწილეობის მნიშვნელობას სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მისაღწევად. „ევროკავშირი ხელს უწყობს საპარლამენტო რეფორმას საქართველოში და მხარს უჭერს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას პარლამენტის საქმიანობაში“, - განაცხადა კარლო ნატალემ.

ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარალმენტი, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით ახორციელებს.



კამპანიის ფარგლებში საქართველოს 15 უნივერსიტეტში პარლამენტის დღეები გაიმართება. დისკუსიები, რომლებშიც სტუდენტები და უნივერსიტეტების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას, ეხება საქართველოს პარლამენტის ფუნქციებს და საქართველოს მიღწევებს საკანონმდებლო ღიაობის გზაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის