logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კახა კალაძე „ვინდამ გრანდ თბილისის“ გახსნას დაესწრო
კახა კალაძე „ვინდამ გრანდ თბილისის“ გახსნას დაესწრო
16:33 02.05.2019
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გუდიაშვილის №3-ში, მსოფლიო ბრენდის სასტუმრო, "ვინდამ გრანდ თბილისი" გახსნა.

თბილისის მერმა სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, სასტუმროს პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დედაქალაქის მერიის მხრიდან მსგავსი პროექტების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

"როგორც დედაქალაქის მერს, მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში და საქმე ბოლომდე მიიყვანა. აქვე არ შემიძლია, არ შევეხო ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობას, რომელიც 26 საუკუნეა არსებობს და ის მეგობრობა, რომელიც ჩვენს ხალხს აკავშირებს, ნამდვილად დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება, ცენტრალური თუ დედაქალაქის ხელისუფლება კი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას ყოველთვის გვერდით დაგიდგებათ", - განაცხადა კახა კალაძემ.

სასტუმრო "ვინდამ გრანდ თბილისის" პროექტი კომპანია "სიტი ემის" (City M) 48 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად განხორციელდა. სასტუმროს გახსნისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და მართვას კომპანია McInerney Hospitality International Georgia ახორციელებს.

სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიულ შენობებს შორის მდებარეობს. კომპანიამ "სიტი ემ" პროექტის ფარგლებში უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3650 კვ.მ ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა. სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის, ორი საპრეზიდენტო, ხუთი საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და სამი რესტორანია.

კომპანია Wyndham Hotels & Resorts (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე:WH) მსოფლიო მასშტაბით, 80-ზე მეტ ქვეყანაში 9 000-მდე სასტუმროს აერთიანებს. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. სასტუმროში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

სასტუმროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა