ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება
ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება
21:29 01.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში, მიმდინარე წლის 1-ლი მაისის 22:00 საათიდან, 2 მაისის 21:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტება შემდეგ ქუჩებზე: პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცისფერყანწელების, პუშკინის და წმინდა ნინოს ქუჩებზე (3 სკოლის მიმართულებით).

2 მაისის 09:00 საათიდან, ასევე, მოძრაობა დაიკეტება ცენტრალურ მოედანზე და მასთან მისასვლელ ქუჩებზე, კერძოდ: წერეთლის, თამარ მეფის, გელათის და ფალიაშვილის ქუჩებზე.

2 მაისს 03:00 საათიდან 19 საათამდე გადაიკეტება ირ.აბაშიძის გამზირი, 9 აპრილის და შარტავას ქუჩების კვეთიდან.

ბეჭდვა