logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვნებისთვის სპეციალური სასეირნო ეზო მოეწყო
N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვნებისთვის სპეციალური სასეირნო ეზო მოეწყო
16:18 28.04.2019
„დღეიდან ეს ბავშვები მეტ დროს გაატარებენ ეზოში, ჰაერზე, ვიდრე ე.წ. სასეირნო საკანში“ - ასე დაიწყო წინასააღდგომო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვნებსა და დაწესებულების ადმინისტრაციასთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს საპატიო მოქალაქე, მოსამართლე რენატე ვინტერი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N119 ბრძანებით დამტკიცებული ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, დაწესებულების ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილება. დებულების 34-ე მუხლის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით, ხოლო არასრულწლოვანი ბრალდებული დამატებით სარგებლობს სპორტულ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით კვირაში არანაკლებ - 4 საათისა.

მიუხედავად ამისა, ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვნები სუფთა ჰაერზე დღეში ერთ საათს მხოლოდ ე.წ. სასეირნო საკანში ატარებენ, ხოლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა მათთვის ღია ცის ქვეშ სპორტული აქტივობის საშუალებას საერთოდ არ იძლევა. ჟანგბადისა და მზის სხივების ნაკლებობა მათთვის სერიოზული პრობლემაა.

2019 წლის ზამთარში, იუსტიციის მინისტრის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დაწესებულების ერთ-ერთი შიდა ეზო კეთილმოწყობილიყო და ადმინისტრაციას არასრულწლოვნებისთვის საშუალება მიეცა, სასეირნო საკანში ერთი საათით ყოფნის ნაცვლად, უფრო მეტი დრო ჰაერზე, ახალმოწყობილ ეზოში გაეტარებინათ.

მას შემდეგ ეზოში გაკეთდა სასეირნო ბილიკები, ბორდიურები, დაითესა ბალახი და დაირგა ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეები.

მინისტრის დღევანდელი ვიზიტისას არასრულწლოვნები პირველად გამოვიდნენ საკნებიდან და მათთვის მოწყობილ სპეციალურ ეზოში მზეზე რამდენიმე საათი გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის დღის განმავლობაში გარე აქტივობებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობის შესახებ არაერთი რეკომენდაციაა წარსულში გაცემული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, ევროპისწამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აქცენტი სწორედ N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის გარეაქტივობებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე გაკეთდა. კომიტეტის მიერ, რეკომენდაციის სახით, ხაზგასმით იყო აღნიშნული იმ დროისათვის არსებული ეზოს ინფრასტრუქტურის შეცვლის, მისი კეთილმოწყობისა და სათანადოდ აღჭურვის საჭიროება. იგივე რეკომენდაცია გასცეს 2015 წელს კვლავ CPT-მ და 2017 წელს ევროკავშირისა და UNICEF-ის საერთაშორისო ექსპერტმა.

დღევანდელი მონაცემებით, ქუთაისის N 2 პენიტენციურ დაწესებულებაში 11 არასრულწლოვანია განთავსებული, მათ შორის 3 მსჯავრდებულია, ხოლო 8 - ბრალდებული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის