ულრიკ ტიდესრომი: როგორც გავარკვიე, „ბათუმის წყალი“ ხშირად ასუფთავებს ტბას
ულრიკ ტიდესრომი: როგორც გავარკვიე, „ბათუმის წყალი“ ხშირად ასუფთავებს ტბას
18:33 26.04.2019
ბათუმში არდაგანის ტბა გაწმენდილია. გაწმენდით სამუშაოებს შვედეთის ელჩი ტვიტერზე კიდევ ერთხელ ეხმაურება. დიპლომატი წერს, რომ ტბის სრული მშვენიერება აღდგენილია.

"როგორც გავარკვიე, "ბათუმის წყალი" ხშირად ასუფთავებს ტბას და ამ წუთებში ქალაქის ხელმძღვანელობა ტბის დაბინძურების მიზეზებს არკვევს. ტბის სრული მშვენიერება აღდგენილია", - წერს ულრიკ ტიდესრომი.

საქართველოში შვედეთის ელჩის ინფორმაციას არდაგანის ტბის დაბინძურებასთან დაკავშირებით "ბათუმის წყალი" გამოეხმაურა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ტბაში გაურკვეველი სითხე ჩაიღვარა და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
ბეჭდვა