ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია წინასააღდგომოდ 400-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია წინასააღდგომოდ 400-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა
18:05 25.04.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციულად სასურსათო პაკეტები რიგდება.

მერიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები მოინახულეს, დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად სასურსათო დახმარება (ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი, სააღდგომო ნამცხვარი) გადასცეს.

წინასააღდგომო დახმარება ჯამში 201 ოჯახს გაეწია.

დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ნობათი პასკის, კვერცხისა და ტკბილეულის სახით ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის უფასო სასადილოს 200 ბენეფიციარსაც დაურიგდა.

საჩუქარი მათ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემ და მოადგილემ, რუბენ კარაპეტიანმა, მერიის სოციალური განყოფილებისა და სათნოების სახლის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

სააღდგომო ნობათი ახალციხის მუნიციაპლიტეტის მერიის, პოლონეთის რესპუბლიკის ჰუმანიტარული ორგანიზაციის და (ა)იპ "ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის" ერთობლივი ძალებით მომზადდა.

ტრადიციული სააღდგომო დახმარება ჯამში 400-ზე მეტ ბენეფიციარს გაეწია.

ბეჭდვა