logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის მოსმენას აგრძელებს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის მოსმენას აგრძელებს
17:50 25.04.2019
პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განაგრძობს საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის მოსმენას.

დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ წარადგინა.

"საქართველოს რეგიონალური დატვირთვიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რეგიონში არსებულ ქვეყნებთან საპარლამენტო დიპლომატიის მაქსიმალური ხელშეწყობა და წარმოება. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ძირითად შემადგენელს წარმოადგენს ეკონომიკური, სავაჭრო, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური თანამშრომლობა", - აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოთარ დანელიამ. მან ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად საკითხებზე და აქტივობებზე, რომელიც ასამბლეის ფარგლებში დელეგაციამ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის იანვრამდე განახორციელა.

მომხსენებლის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში გაიმართა 2 ყოველწლიური პლენარული სხდომა; ასევე, სპიკერების სამიტი და 4 კომიტეტის სხდომა, სადაც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა.

"2018 წლის 27-30 მარტს, ბუქარესტში გაიმართა ასამბლეის ეკონომიკური სავაჭრო, ტექნოლოგიური და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც ასევე, შედგა ორმხრივი შეხვედრები რუმინეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლებთან. რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთდა არაერთი მოხსენება და წარმოდგენილი იქნა რეკომენდაციები", - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისი განმარტებით, 17-20 აპრილს, სერბეთში გამართულ, კულტურის, განათლების და სოციალურ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, დელეგაციის ხელმძღვანელობამ ვრცელი მოხსენება გააკეთა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც საუბარი იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრების და ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობებზე.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა 15-16 მაისს გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების სპიკერების სამიტზე, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოხსენებით წარდგა. მისივე თქმით, ვიზიტისას გაიმართა ორმხრივი შეხვედრები მათ შორის, აზერბაიჯანის, მოლდოვის და თურქეთისა საპარლამენტო დელეგაციებთან და სპიკერებთან.

ოთარ დანელიამ 19-21 ივნისს, ალბანეთში გამართულ გენერალური ასამბლეის რიგით 51-ე სესიაზეც ისაუბრა, სადაც ღონისძიების თემა იყო "25 წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში - მოსაზრებები და სამომავლო პერსპექტივები".

ბულგარეთში, 2-4 ოქტომბერს გამართული კულტურის, განათლებისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობის თემა იყო "შავი ზღვის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმდინარე და სამომავლო პერსპექტივები".

მომხსენებლის ინფორმაციით, 16-19 ოქტომბერს, საბერძნეთში გამართულ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში პროფკავშირების როლზე იმსჯელეს.

"ჩვენი ორგანიზაციისთვის სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელი. შავი ზღვის ეკონომიკური საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, პირველად, უპრეცენდენტო ფაქტი იყო, როდესაც მივიღეთ რეზოლუცია ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ასეთი პრეცედენტი ასამბლეის ისტორიის მანძილზე არ ყოფილა. ვფიქრობ, ეს პროცესი კიდევ უნდა გაძლიერდეს. მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რათა საქართველოსთან მიმართებაში, ქართული პრობლემები დღის წესრიგიდან არასოდეს მოიხსნას", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

"შავ ზღვას, როგორც ეკონომიკური ასევე, უსაფრთხოების კუთხით, ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების კუთხით და აღნიშნული თემების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი, რათა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის იყოს აქტიურად წარმოდგენილი ყველა ასამბლეაზე", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) ასევე, საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

ირაკლი კობახიძემ, რომელიც ორივე საპარლამენტო ფორმატში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციას ხელმძღვანელობს, დეტალურად ისაუბრა იმ აქტივობებზე, რომლებიც დელეგაციების წევრებმა განახორციელეს.

ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IPU-ს ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა არაღიარების პოლიტიკასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ კუთხით არსებობს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წელს, საქართველო ახალგაზრდა პარლამენტართა მე-7 მსოფლიო კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება IPU-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიმდინარე წელს, რიგით 140-ე ასამბლეის ფარგლებში მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობა წარმატებულად შეაფასა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა კომიტეტის წევრებს "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის" "ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მიერ მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე" დამატებითი ოქმი გააცნო.

დამატებითი ოქმი შემუშავებული და მიღებული არის 2009 წლის 16 ნოემბერს, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ და იგი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის დამატებით ოქმს, სადაც აქცენტი კეთდება თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობასა და უფლებებზე. "ევროპული ქარტია მიღებული არის 2002 წელს, რომელიც საქართველოს აღიარებული აქვს 2004 წელს, ხელშეკრულების რატიფიცირებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ნაბიჯი საქართველოში თვითმმართველობის სისტემის შექმნისა და გაძლიერებისათვის", - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, დეცენტრალიზაციის პროცესზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

"საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოჯისტიკის დარგში განსახორციელებელი" ოქმი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გააცნო.

დოკუმენტის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოსთვის განხორციელებული იქნება დახმარება 300 000 თურქული ლირის ექვივალენტური აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით. აღნიშნული დახმარება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2019 წლის 21 იანვარს ხელი მოეწერა "მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის" დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს IFAD-ის მიერ საქართველოსთვის 16 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას. სესხის ხანგრძლივობაა 18 წელი, მათ შორის 3 წელი შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტი დასრულდება შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვს წელიწადში.

პროგრამის მიზანია მერძევეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის განვითარება და სექტორის ხელშეწყობა.

"თავდაპირველად დონორის რეკომენდაცია იყო რომ პროგრამა საქართველოს სამ რეგიონში განხორციელებულიყო თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს შეეხება დაახლოებით 7000 ადამიანს, თუმცა ფერმის განვითარებისთვის გრანტის მიმღები პირდაპირი ბენეფიციარი იქნება 250-300 ადამიანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი კომპონენტი ხელშეკრულებაში არის საძოვრებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება, რისთვისაც ეს თანხა არ არის საკმარისი. მომავალში ჩვენ მოგვიწევს გაცილებით მეტი რესურსის მიმართვა ამ მიმართულებით. ჩვენ უნდა დავიწყოთ საპილოტე პროგრამა იმისთვის, რომ შევიძინოთ გამოცდილება, რათა შემდგომ რესურსების სწორი მოძიების გზები დავსახოთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებელმა "2014 წლის 13 მაისის "საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის" ცვლილების წერილი-შეთანხმება წარადგინა. მისი განმარტებით ფინანსური პროტოკოლი ეხება ჭიათურაში საბაგირო გზების მშენებლობის საკითხს. "წარმოდგენილი ცვლილებით ხდება ფრანგ მომწოდებლებსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას. "სამი საბაგირო დასრულებულია. სრულდება ასევე, მეოთხე საბაგირო გზის მშენებლობა. ამიტომ, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს, რომ წლის ბოლომდე გვქონდეს ამ თანხის სრულად გამოყენების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ათვისებულია 11,8 მლნ ევრო და შესაბამისად 1 მლნ 200 000 ევროს ათვისების შესაძლებლობა გვექნება მიმდინარე წლის ბოლომდე", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებელმა "საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II) ცვლილების" თაობაზე წერილი-შეთანხმებაც წარადგინა.

მისი განმარტებით, 2019 წლის 28 თებერვალს ხელი მოეწერა წარმოდგენილი ხელშეკრულების ცვლილების წერილ-შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური ხელშეკრულების ტექნიკური აღწერისა და ანგარიშების წარდგენის ნაწილში ავტომაგისტრალის სიგრძის დაზუსტებას მათი განშტოებების მიხედვით.

"საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II)" ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოსთვის 250 მლნ. ევროს სესხის სახით გამოყოფას. სესხის ხანგრძლივობაა 30 წელია, მათ შორის საშეღავათო პერიოდი 7 წელია. აღნიშნული ფინანსური რესურსით მოხდება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია: რუსთავიდან წითელ ხიდამდე ორი მონაკვეთი, ალგეთიდან სადახლომდე ორი მონაკვეთი და თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი. თითოეული მიმართულება არის 28-30 კმ-მდე.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ გზების მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 2000-3000 ადამიანი. ავტომაგისტრალის მშენებლობა გაგრძელდება არა მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით, არამედ, აღმოსავლეთ საქართველოშიც", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წელს ხელი მოეწერა ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2011-2019 წლებში საქართველოსთვის გამოიყოფა 500 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობის სესხი.

"საქართველოს შვიდ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, თავდაპირველად გაფორმდა 6 ხელშეკრულება. აღნიშნული თანხების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის საფუძველზე, 7 ქალაქის ნაცვლად დაახლოებით 15-მდე დასახლებულ პუნქტში ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, 500 მლნ დოლარიდან 230 მლნ დოლარი უკვე ათვისებულია. მნიშვნელოვანია, რომ პროექტების ფარგლებში ჯამში არის 1100 ადამიანი მუდმივად დასაქმებული. რაც შეეხება ცვლილებას, წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით, ცვლილება ეხება ვადის 2021 წლის 29 მარტამდე გახანგრძლივებას,. ჩვენ გვექნება საშუალება ეკონომიის შედეგად წარმოქმნილი რესურსი გამოვიყენოთ დამატებითი პროექტების განსახორციელებლად", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებელმა "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული რამდენიმე სასესხო ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ჩარჩო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და 2021 წლის 29 მარტამდე ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის