ლაშა ჟვანია: აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს
ლაშა ჟვანია: აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს
17:28 25.04.2019
"აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს", – ამაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და "ევროპა ნონსტრას" წარმომადგენლებთან ერთად. მათ შორის სრულად დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დემილიტაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროებით განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
ბეჭდვა