პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 19 პატიმარი შეიწყალა
პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 19 პატიმარი შეიწყალა
17:13 25.04.2019
საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ფარგლებში, 19 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

"25 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 19 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი მსჯავრდებული, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან ორი ქალბატონი მსჯავრდებულია, 21 პირობით მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებულ იქნა ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისაგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა" - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ბეჭდვა