logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნიქოზი” სანერგე მეურნეობა მოინახულა
ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნიქოზი” სანერგე მეურნეობა მოინახულა
16:45 25.04.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, სოფელ ნიქოზში იმყოფებოდნენ, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნიქოზის” სანერგე მეურნეობა მოინახულეს.

ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ სოფლის მეურნეობის პროექტის „დანერგე მომავალი” ფარგლებში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში მომგებიანი მეურნეობა შექმნა, რომელიც გაფართოებასა და ახალი ჯიშების გამრავლებაზეა ორიენტირებული. ფერმერმა ამერიკული ჯიშის კაკლისა და ნუშის ნერგები ჩამოიტანა და რამდენიმე ათას ჰექტარზე გააშენა.

„კოოპერატივი ნიქოზი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, რომელიც სანიმუშო და სამაგალითოა სხვა ფერმერებისთვის. სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაღი ზუსტად გამყოფი ხაზის მიღმაა. ერთია ის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს მრავალწლიანი კულტურის გაშენებისა და თანამედროვე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის და მეორე და მნიშვნელოვანი, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ფერმერებისთვის დამატებითი შეღავათები არსებობდეს. ჩვენ ასეთი შეღავათები გავაჩინეთ ყველა მიმართულებით, რათა უფრო მეტი მოტივაცია ქონდეს გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ ფერმერს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ფერმერები განსხვავებული პირობებით ისარგებლებენ. კერძოდ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისათვის ცვლილებები შევა პროექტში „დანერგე მომავალი". მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში გასაშენებელი მიწის მინიმალური ფართობი შეადგენს 1 ჰა-ს, ცვლილების თანახმად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მიწის მინიმალური ფართობი შემცირდება და 1 ჰა-ს ნაცვლად მინიმალური ფართობი იქნება 0,5 ჰა. ასევე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში ფერმერი იღებდა ნერგებზე 70%, ხოლო სარწყავ სისტემებზე 50% დახმარებას, ცვლილებების თანახმად, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისთვის ფერმერი მიიღებს ნერგების ღირებულების 80% თანადაფინანსებას, ხოლო სარწყავი სისტემების ღირებულების 60% დაფინანსებას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ცვლილებები შევა სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტშიც. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფერმერი სახელმწიფოსგან ნაცვლად 40%-იანი გრანტისა, მიიღებს 50-%ს - არაუმეტეს 600,000 ლარისა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის