logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
პენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
19:51 23.04.2019
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის - „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საზოგადოებისადმი მიმართვას, მიეღოთ მონაწილეობა პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრებაში, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყო მოძრაობის თეატრი, რომელმაც მიმდინარე წლის 20 მარტს წამოიწყო კამპანია “გაუზიარე წიგნები პატიმრებს“. ასევე გამოეხმაურა მინისტრის მოწოდებას საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიძინეს წიგნები და N8 დაწესებულებას გადასცეს. ასევე არასრულწლოვან ბრალდებულებს 30-ზე მეტი წიგნი გაუგზავნეს 15 და 13 წლის ნინი და ლუკა სუბარებმა.
კამპანიის "გაუზიარე წიგნები პატიმრებს" ფარგლებში მოძრაობის თეატრის მაყურებლების მიერ შეგროვებული ლიტერატურა N8 პენიტენციურ დაწესებულებას გადაეცა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. წელს 23 აპრილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, აღინიშნება, როგორც წიგნის ჩუქების დღე.

მსჯავრდებულებთან შეხვედრას დაესწრნენ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, გიორგი კეკელიძე, მოძრაობის თეატრის, სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს", იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ასევე „მაცნეს“ სტუდენტური კლუბის წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე და წიგნის ხელმისაწვდომობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი პროგრამა და სასწავლო კურსია დანერგილი, თუმცა რამდენიმე დაწესებულებაში გამოწვევად რჩება ე.წ. საბჭოური დროის ბიბლიოთეკები მოძველებული წიგნებით. შესაბამისად, ციხეების ბიბლიოთეკების გამდიდრება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შეხვედრის მონაწილეებს გიორგი კეკელიძემ მისი ინიციატივა გააცნო და აღნიშნა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს წიგნის ჩუქების დღე და სასურველია, რომ ეს ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდეს.

გარდა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისა, სტუმრები არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებსაც შეხვდნენ. „მაცნეს“ სტუდენტური კლუბის წარმომადგენლებმა მათ თავიანი საქმიანობა გააცნეს, ხოლო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა კასრაძემ და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა არასრულწლოვნებს წიგნები გადასცეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა