logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით ასეთი კომპლექსური კვლევა, მაღალი კომპეტენციის ორგანიზაციების მონაწილეობითა და სრულყოფილი მეთოდოლოგიით, პირველად ჩატარდა
ლევან დავითაშვილი: საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით ასეთი კომპლექსური კვლევა, მაღალი კომპეტენციის ორგანიზაციების მონაწილეობითა და სრულყოფილი მეთოდოლოგიით, პირველად ჩატარდა
17:12 23.04.2019
საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოში, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, ტყვიის კომპონენტის კვლევა პირველად ჩატარდა.

„მთავრობის განკარგულებით შემუშავდება ძალიან კომპლექსური გეგმა, რომელიც გათვლილი იქნება რამდენიმე წელზე.
ჩვენ შევისწავლით სხვადასხვა ფაქტორს, რომ მივაგნოთ დაბინძურების წყაროს. ეს შეიძლება იყოს, როგორც ნებისმიერი სამომხმარებლო-სამრეწველო პროდუქცია, ისე გარემო ფაქტორები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, კვლევებში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელსაც აქვს მწვანე ეკონომიკის და ეკოლოგიის პრიორიტეტები. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ გარემოში ტყვიის არსებობის საკითხზე და ამ პრობლემის გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული.
მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს ტყვიის მონიტორინგს. მიმდინარეობს კვლევები, როგორც ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგსა და წყალში, ისე საწვავში. ასევე აქტიურად ხორციელდება სურსათისა და სასმელი წყლის კონტროლი.
მთელი საქართველოს მასშტაბით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2016 წლიდან, ეროვნული რეგულაციით ტარდება კვლევა სურსათში და საკმაოდ დიდი რაოდენობის ნიმუშებს ვამოწმებთ. გარკვეული გადაცდომები დაფიქსირდა ერთეულ შემთხვევებში, რომლებიც საერთო ნიმუშების 2 %-ზე ნაკლებია.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ შედეგები, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ საგანგაშო არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს კომპლექსურ კვლევებს სისხლში ტყვიის მომატებული კონცენტრაციის დადგენის მიზნით“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის