logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
"ყველა, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება რუსეთის ინტერესებს"
"ყველა, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება რუსეთის ინტერესებს"
22:27 22.04.2019
"ერთი ამბავია ატეხილი, უნდა შეეყვანა თუ არა სპეცნაზი ხელისუფლებას პანკისის ხეობაში. განსაკუთრებით ისინი აქტიურობენ, თავის დროზე პანკისის დარბევას ტაშს რომ უკრავდნენ.
აი, სწორედ ამ ტაშის დამკვრელების გასაგონად ვამბობ: სპეცნაზი შეიყვანეს არა პანკისის ხეობაში და იქაური მაცხოვრებლების დასარბევად, არამედ შეიყვანეს სოფელ ბირკიანში კონკრეტული ობიექტის დასაცავად; პოლიცია კი არ დაესხა თავს ადგილობრივებს, არამედ სწორედ ადგილობრივები დაესხნენ თავს პოლიციას"-ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი თეიმურაზ ქორიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

"თურმე ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში მცირე ჰესის მშენებლობის სასტიკი წინააღმდეგია და მისი ველური საქციელიც ამით აიხსნება.

ამ დროს არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დიდი დამსახურების წყალობით, საქართველოს ენერგეტიკას დღესაც თითქმის მთლიანად რუსეთი აკონტროლებს; რომ საქართველო ელექტროენერგიას უცხოეთიდან, ძირითადად, რუსეთიდან ყიდულობს, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას; რომ ე.წ. ენერგიის ალტერნატიული წყაროების (ქარის ან მზის ენერგიის) გამოყენება წყლის ენერგიაზე განუზომლად ძვირი ჯდება; რომ ბირკიანელები საქართველოს ზუსტად ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორიც თბილისელები, ან დაფნარელები; რომ თუ ონში და ქუთაისში შეიძლება ჰესის მშენებლობა, რატომ არ შეიძლება პანკისის ხეობაში; რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარეშე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია...

საქმე ის არის, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არამცდაარამც არ აწყობს რუსეთს. ხოლო ყველა, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება რუსეთის (კრემლის) ინტერესებს. დიახ, ემსახურება კრემლის ინტერესებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ეს შეიძლება არ იცოდნენ ბირკიანელებმა, მაგრამ შესანიშნავად იციან იმ ადამიანებმა, ვინც მათ აქეზებს, ბოროტად სარგებლობს სოფლელების გულუბრყვილობით.

ეს არის სულ..."-წერს ქორიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა