ღვინის ეროვნულ სააგენტოში დღეს ღონისძიება "ქალები საქართველოს ღვინის ბიზნესში" გაიმართება
ღვინის ეროვნულ სააგენტოში დღეს ღონისძიება "ქალები საქართველოს ღვინის ბიზნესში" გაიმართება
21:26 22.04.2019
ღვინის ეროვნულ სააგენტოში დაგეგმილი ღონისძიება ღვინის სექტორში ჩართული 22 წარმატებული ქალბატონის ისტორიას ეძღვნება.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის პრეზენტაციასთან ერთად, დაგეგმილია ახალი წიგნის „ნელი დუღილი - ქალები ქართული ღვინის ბიზნესში“ პრეზენტაცია და პირდაპირი ჩართვა „VINISSIMA“ ღვინის სექტორში გერმანიის ქალთა ასოციაციის პრეზიდენტთან.

ღონისძიებას, რომელიც ღვინის ბიზნესში ქალების როლის მნიშვნელობის განსაზღვრას ისახავს მიზნად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში გერმანიის ელჩის მეუღლემარია კნირში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნის დირექტორი (GIZ) კარლ ტესტენსენი დაესწრება.

ღონისძიება გაიმართება ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)GmbH მხარდაჭერით.

ბეჭდვა