პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სფეროს წარმომადგენლებს დღეს კომერციული ბანკების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციას წარუდგენს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სფეროს წარმომადგენლებს დღეს კომერციული ბანკების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციას წარუდგენს
18:36 22.04.2019
საბანკო საიდუმლოება, საკრედიტო ინფორმაცია, მონაცემთა უსაფრთხოება, ახალი ევროპული რეგულაციები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საბანკო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სფეროს წარმომადგენლებს დღეს კომერციული ბანკების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციას წარუდგენს.

დოკუმენტი, რომელიც ეროვნული ბანკის ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს მათი კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, უზრუნველყონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა.

შეხვედრაზე გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ ბანკსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, ეროვნული ბანკის, არასამთავრობო სექტორისა და ასოციაციების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ბეჭდვა