სენაკში დედამიწის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნა
სენაკში დედამიწის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნა
18:30 22.04.2019
დედამიწის საერთაშორისო დღე, სენაკის მუნიციპალიტეტმა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ეკო-კლუბ ,,მწვანე ერთობის“ წევრების ნახატების გამოფენა და ფილმის ჩვენება მოეწყო. ღონისძიების მონაწილეებს დაურიგდათ ფლაერები: ,,დედამიწა საფრთხეშია - გავუფრთხილდეთ მას!“ გარემოსდაცვით ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ. დედამიწის დღის აღნიშვნა სათავეს 1970 წლიდან იღებს. საქართველოში დედამიწის დღე პირველად, 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. ამ დღეს, ყოველ წელს, მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე უერთდება.

ბეჭდვა