logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კომპანია „ფერის“ წარმომადგენელი: შეხვედრებისას მოსახლეობის უმეტესობა აცხადებდა, რომ ჰესის მშენებლობა მათთვის მისაღები იყო
კომპანია „ფერის“ წარმომადგენელი: შეხვედრებისას მოსახლეობის უმეტესობა აცხადებდა, რომ ჰესის მშენებლობა მათთვის მისაღები იყო
14:39 22.04.2019
კომპანია „ფერის“ წარმომადგენელი, მათე ქავთარაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობა გარემოს ზიანს ვერ მიაყენებს.


მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა აცხადებდა, რომ ჰესის მშენებლობა მათთვის მისაღები იყო.


"მე რა დოკუმენტაციასაც გავეცანი, საკმაოდ მცირე ზომის ჰესია, მისი სიმძლავრე 5 მგვტ-ია. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას - ნებისმიერი ქმედება გარემოზე ზემოქმედებას წარმოადგენს, მაგრამ ეს ჰესი რაიმე მნიშვნელოვან ზიანს ვერ მიაყენებს გარემოს - პროექტის ფარგლებში არცერთი ხე იჭრება, მილების ჩალაგება ხდება მდინარე ალაზნის არსებულ კალაპოტში. კალაპოტში საკმაო რაოდენობის წყალი რჩება. ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი პროფილის მინისტრებიც იყვნენ, კომპანიის წარმომადგენლებიც და დეტალურად მიმდინარეობდა საკითხის გარშემო მსჯელობა, მათ შორის - კითხვა-პასუხის რეჟიმშიც. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მასში მონაწილეობის მიღება. კომპანიის წარმომადგენლებმა ის საკითხები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებდა, მაქსიმალურად გაითვალისწინეს, მაგალითად - მაღალი ძაბვის ხაზების გადატანა, სასმელი წყლის ახალი ქსელის გაყვანა, პანკისის ხეობის ფონდში 120 ათასი ლარის შეტანა. ამ ყველაფერს მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა, მაგრამ გუშინდელმა მოვლენებმა გვანახა, რომ რაღაც მოხდა და ამ პროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ", - განაცხადა მათე ქავთარაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა