logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მერაბ გაფრინდაშვილი: პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობას გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია
მერაბ გაფრინდაშვილი: პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობას გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია
16:41 21.04.2019
"პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობას რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ" , – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოფელ ბირკიანის მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

"გასულ კვირას პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში შეხვედრაზე ვიმყოფებოდით ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, მინისტრების მოადგილეებთან და ექპერტებთან ერთად, სადაც მოწვეული იყო ადგილობრივი მოსახლეობა, ხეობის უხუცესები. სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მათ განემარტათ მდგომარეობა, არამარტო ჰესებთან დაკავშირებით, არამედ იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც დაგეგმილია პანიკის ხეობაში.

პრაქტიკულად მოხდა შეთანხმება, რომ უკვე დაიწყებოდა ჰესის მშენებლობა. შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ჰესები მდგრადობის თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ალბათ ათეულში შედის. ჰესების მშენებლობას რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ვიღაც არაკომპეტენტური, შეგნებულად ან შეუგნებლად მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდის.

შეხვედრაზე აბსოლუტური უმრავლესობა შეჯერდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გამოხატეს უკმაყოფილება. მათთვის შეთავაზებული იქნა ჩვენი მხრიდან ისევ გავსაუბრებოდით და მიგვეწოდებინა უფრო მეტი ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ შედგება კონსენსუსი და ამ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ", - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

პანკისის ხეობასი ამ დროისთვის სიმშვიდეა. სოფელ ბირკიანში რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ასევე აქციის მონაწილეები. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი სოფლის ეკოსისტემას ხელს შეუშლის.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის "ხადორი 3"-ის მშენებლობას კომპანიები "ალაზანი ენერჯი" და "ფერი" გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა