logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
პაატა ქურდაძე: თვითმკვლელობა არ არის ისეთი მარტივად ასახსნელი აქტი, რომ დამწუხრებული მეზობლების ემოციური ვარაუდების საფუძველზე ქვეყანას მოსდო
პაატა ქურდაძე: თვითმკვლელობა არ არის ისეთი მარტივად ასახსნელი აქტი, რომ დამწუხრებული მეზობლების ემოციური ვარაუდების საფუძველზე ქვეყანას მოსდო
11:20 21.04.2019
მწერალი, ესეისტი და დოკუმენტალისტი, პაატა ქურდაძე, გუშინ მომხდარ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

"თითმკვლელობა არ არის ისეთი მარტივად ასახსნელი აქტი, რომ ასე, დამწუხრებული მეზობლების ემოციური ვარაუდების საფუზველზე დაადგინო მისი მიზეზი და ქვეყანას მოსდო. მთელი საღამოა აბსოლუტურად ყველა გამოთქვამს თავის აზრს გარდა იმ სპეციალისტებისა, ვის კომპეტენციაშიც შედის თვითმკვლელობის პრობლემა მე არ ვიცი საქართველოში არსებობს თუ არა სუსიდოლოგიის სპეციალისტები, მაგრამ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები რომ უამრავია ეს ყველამ ვიცით. ნებისმიერი მათგანი დამიდასტურებს რომ თვითმკვლელობის მიზეზის გარკვეული სიზუსტით დადგენის ერთად ერთი საშუალება თავად თვითმკვლელის წერილობითი , ან რაიმე სხვა ფორმის დატოვებული შეტყობინებაა, რომ ამ მომენტში ადამიანი ფსიქიური პათოლოგიის მდგომარეობაში იმყოფება და დაზუსტებით თქმა თუ რა მოხდა მის თავში, რატომ მოიკლა თავი თითქმის შეუზლებელია. მით უმეტეს ასე უცებ არ ხდება თავად აქტზე გადასვლა. არსებობს უამრავი ნიშანი რომელსაც იზლევა პიროვნება და აქტზე მაშინ გადადის როდესაც გადარჩენის ყველა რესურსი ამოწურული აქვს.

თვითმკვლელობა მოზარდებში სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა მთელს მსოფლიოში. როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში. ჩვენი უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ პრევენციის სერვისები არ არსებობს და არა ეს სრულიად აბსურდულობამდე რეზოლუციური მტკიცება, რომ საბრალო ბიჭი შიმშილობდა და სირცხვილისგან მოიკლა თავი. თუ კი ეს მართლაც ასეა, ის რასაც ამ საღამოს ვუყურებ, საერთოდ ყოვეგვარი მორალის მიღმაა, საბრალო ბიჭი რომ გადარჩენილიყო და ეს ყველაფერი ენახა და მოესმინა, თუ როგორ ამტკიცებენ საჯაროდ რომ "ბულკის" გამო მოიკლა თავი, ალბათ მეორედ მოიკლავდა თავს სირცხვილისგან.

მართლა სამარცხვინოა ასე გამარტივება ახალგაზრდა, მოზარდიდ ადამიანის პიროვნული ტრაგედიის, მისი ფსიქიკის ტკივილის, ამ ყველაზე ზნელად მისაღები საშინელი გადაწყვეტილების.

ოჯახი?.. : . გამოდის რომ ან სპეციალურად აშიმშილებდნენ ბავშვს,თითონ კი მშვენივრად იკვებებოდნენ, რაც დამეთანხმებით კრიმინალია, ან თვითონ კიდევ უფრო მეტად შიმშილობდნენ რომ ბავშვებს რაღაც ნამცეცი მაინც შეხვედროდათ და რაც ამ ვერსიაში ყველაზე ლოგიკურია. ეს თუ ასეა მართლა ძალიან მწყრალად უნდა იყო მორალთან, ღირსებასთან, უბრალოდ ადამიანობასთან, რომ ასეთ საბრალო ხალხს, იმის ნაცვლად რომ სასწრაფოდ ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზო, ( რასაც მთელს მსოფლიოში აკეთებენ პირველ რიგში) კამერებით დააცხრე თავს პანაშვიდზე და აბსოლუტურად ვულგარული ფორმიტ წამების ტოლფასი დაკითხვები მოუწყო და ამით კიდევ ერთი თვითმკვლელობის პროვოცირება მოახდინო .

უამრავი სისაზაგლე მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი.. ეს საბრალო ბიჭი!..
დარწმუნებული ხართ რომ სხვა პრობლემა არ ქონდა, მოზარდისთვის ცოტა უფრო წონადი, ვიდრე შიმშილი? მე არ ვარ დარწმუნებული, რადგან მქონია შეხება ადვილად მსხვრევად მოზარდებთან, რადგან ვიცი რომ მოზარდებში სუსიდი ერთერთი ყველაზე სერიოზული და მზარდი პრობლემაა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და არასდროს არ მივცემ თავს უფლებას ასე უცებ, რამდენიმე წუთში გავამარტივო თხუთმეტი წლის ბიჭის თავმოყვარეობა,მისი ტკივილი და ტრაგედია.

ამ სტატუსს რომ ვწერ ამისაც კი მცხვენია, იმდენად დელიკატური და სათუთია ეს უმძიმესი დრამა, რომლისგანაც ნამდვილი ბაზრის ბალაგანი მოაწყეს დღეს", - წერს პაატა ქურდაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა