პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას მოსახლეობასა და
სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირებისას რამდენიმე პოლიციელი მსუბუქად დაშავდა და დაზიანდა შსს-ს ტექნიკა.
ადგილობრივები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არიან. მათი აზრით, ეს ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
ამ დროისათვის პოლიციის ჩარევით სიტუაცია შედარებით განმუხტულია და ტექნიკა მუშაობას აგრძელებს.