logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
პანკისის ხეობაში ხადორი 3-ის მშენებლობა დაიწყო
პანკისის ხეობაში ხადორი 3-ის მშენებლობა დაიწყო
10:56 21.04.2019
21 აპრილს პანკისის ხეობაში კომპანიებმა "ალაზანი ენერჯი" და "ფერი" მცირე ჰესის "ხადორი - 3"-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს.

ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კომპანია გეგმავს "სამყურაწყალი 2" -ის ჰესის მშენებლობასაც, რომელიც 30 თვეში უნდა დასრულდეს.

ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი, ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია.

ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ადგილობრივ ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლეც.

უახლოეს პერიოდში ჰიდროელექტორსადგურების მშენებელი კომპანიები ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. მემორანდუმის პროექტის თანახმად, ხეობისა და ჰესის მიმდებარედ, განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალური პროექტები განხორციელდება. კერძოდ, პანკისის ხეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.


კომპანია "ფერი" ასევე იღებს ვალდებულებას, გადაიტანოს არსებული 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი - ბირკიანი (ჰესის შენობიდან) დუისის მონაკვეთზე. აღნიშნული ხაზების გადატანის გამო, მოჭრილი გარკვეული რაოდენობის ხე-ტყე უსასყიდლოდ გადაეცემა ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას.

კომპანია სახელმწიფოსთან ერთად, მოაწესრიგებს ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სისტემას. ძიბახევის და ბირკიანის მოსახლეობას სპეციალურად შექმნილ ფონდში შეუტანს მოხმარებული დენის ადეკვატურ ღირებულებას (2018 წლის მოხმარების შესაბამისად).

ძიბახევი-ბირკიანის ტერიტორიაზე, ალაზნის მიმდებარედ, მოაწყობს მარტივ, უსაფრთხო საბანაო ადგილს. ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა შეუზღუდავად გამოაყენებინებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებს (სათავე ნაგებობების, ჰესის შენობებისა და მილსადენის თავზე სათხრელი სამუშაო ადგილების გარდა). იმ შემთხვევაში, თუ ჰესის მიერ მოხმარებული წყლის გამო, სოფელ ბირკიანს შეექმნება წყლის პრობლემა - კომპანია დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ამ საკითხს. ასევე, გარემონტდება სოფელ დუისის სასმელი წყლის რეზერვუარი.

მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ააშენებს ბირკიანი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდს.

ამასთან ერთად, კომპანია, ყოველწლიურად, ახლადშექმნილ პანკისის ხეობის ფონდში შეიტანს 120 ათას ლარს. ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლირად გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი, რომელიც ისევ რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ "ფერის" კარგად იცნობენ ახმეტაში. პანკისის ხეობაში კომპანიას უკვე აქვს განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ახმეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეაქვს და ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიამ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრებიც გადაამზადა, რომლებიც ამჟამად საქართველოს რეგიონებში მდებარე "ფერის" სხვა პროექტებში არიან დასაქმებულები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა