logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: როგორც ჩანს, თიბისი ბანკის უცხოელი აქციონერები ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით არსებული კითხვების ლეგიტიმურობაში დარწმუნდნენ
გიორგი ცუცქირიძე: როგორც ჩანს, თიბისი ბანკის უცხოელი აქციონერები ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით არსებული კითხვების ლეგიტიმურობაში დარწმუნდნენ
16:35 19.04.2019
საბანკო-საფინანსო ექპერტი გიორგი ცუცქირიძე ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც TBC ბანკის მსხვილი, უცხოელი აქციონერები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიისგან თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

"ნიშანდობლივია, რომ "თიბისის" მსხვილი უცხოელი აქციონერები მიმართავენ სასამართლოს - სწორედ ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელსაც ბანკის ტოპ-მენეჯერი პაატა ღაზაძე მართავს, აღნიშნული თანხა ბანკს დაუბრუნოს ანუ თავად სასამართლოსადმი მიმართვის და ფულის მოთხოვნის ფაქტი ადასტურებს, რომ ეს თანხა თავის დროზე მაქინაციით იყო გატანილი და გამოძიება რომ არ დაწყებულიყო, "ხახვივით შერჩებოდათ". როგორც ჩანს, თიბისი ბანკის უცხოელი აქციონერები ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით არსებული კითხვების ლეგიტიმურობაში დარწმუნდნენ, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეღიარებინათ დარღვევა, ასევე ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკისთვის დაკისრებული მილიონლარიანი ჯარიმის გადახდასა და ბანკის მმართველობიდან ხაზარაძე-ჯაფარიძის ჩამოშორების მოთხოვნას დათანხმებოდნენ. ეს ფაქტი ამყარებს ეჭვს, რომ ბუცხრიკიძეს ამ ფულის ამოღება დაავალეს სართაშორისო აქციონერებმა, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ ხაზარაძის ამ ოპერაციის ბანკი და აქციონერები დაზარალდნენ (ან ხაზრაძე ბანკს და შესაბამისად აქციონერებს და მეანაბრეებს ძარცვავდა) ",- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე

მისივე თქმით, ეს ფაქტი არის რეზონანსული და პოლიტიკურად საჯილდაო ქვად ქცეული საქმის კვანძის გახსნა.

,,ამ საქმის პოლიტიკური მდგენელი კი იმაში მდგომარეობდა, რომ დღეს ამ საკითხის განხილვისას ოპოზიციური სპექტრის და თავად ბანკის ყოფილი მთავარი აქციონერების მხრიდან რატომღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზეა ხდებოდა ხაზგასმა და შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ ამ ოპერაციის კვლავ საეჭვოდ "გაცოცხლება" და ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმება მოხდა ხუთი წლის შემდეგ, 2012 წელს, ბანკის დირექტორატის წევრის მონაწილეობით, როდესაც ამ თავის მხრივ წარმოეშვა ბანკის აღნიშნული აქციონერებისაგან თანხის მოთხოვნის უფლება და ბუნებრივია, დამატებითი კითხვებიც აქ ჩნდებოდა. რადაგან ღიად რჩებოდა პასუხი მთავრ კითხვაზე - ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი ჰქონდა თუ არა?!", - აღნიშნავს ექსპერტი

გიორგი ცუცქირიძე ცნობილ წერილსაც იხსენებს და ამბობს, რომ მისი ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერი იყო, თუ არა შეტევაზე გადასვლის მცდელობა და როგორც ვაჭრობა და შანტაჟი, დროის დეფიციტის შესაქმნელად და ამ თემის გადასაფარად. აღნიშნული პროცესი კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან საკითხის პოლიტიზირებისა და ხელისუფლების მხრიდან ბანკზე ზეწოლად გასაღების მცდელობა, სრული აბსურდი იყო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის