logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
15:47 19.04.2019
ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის ღონისძიებათა მხარდაჭერის, საქართველოს უნიკალური ბუნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ბოტანიკურ ბაღსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო ხელს შეუწყობს ბოტანიკური ბაღის მიერ დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული საქართველოს ფლორის სახეობების IUCN-ის კრიტერიუმებით შეფასების სამუშაოებს, ბოტანიკურ ბაღს გაუზიარებს გამოცდილებას გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო აქტივობებისა და ვიზიტორთა პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩაერთვება ბოტანიკური ბაღის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში, შეხვედრებსა და დისკუსიებში, ასევე ხელს შეუწყობს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, ორგანიზაცია წარადგენს დაცულ ტერიტორიებზე ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ანგარიშებს, ასევე სათანადო რეკომენდაციებსა და ინფორმაციას, რომელიც მოპოვებული და დამუშავებული იქნა დაცულ ტერიტორიებზე საველე გასვლითი ღონისძიებების ფარგლებში. გარდა ამისა, ბოტანიკური ბაღი სააგენტოს გაუწევს სამეცნიერო კონსულტაციებს, ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის, თამაზ დარჩიძის თქმით, სააგენტოსთან თანამშრომლობა აქამდეც აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა მემორანდუმი ახალ ამოცანებსაც ისახავს.

"საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღი და დაცული ტერიტორიების სააგენტო საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდნენ და დღეს ამ ურთიერთობის დეკლარირება მოხდა. ასევე, დაისახა ახალი ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული იშვიათი და ენდემური სახეობის მცენარეების შეფასებისა და მონიტორინგის პროცესში ბოტანიკური ბაღის აქტიურ ჩართულობასთან. გარდა ამისა, ერთ-ერთ ამოცანად დავისახეთ საქართველოს წითელი ნუსხის IUჩN -ის კრიტერიუმების შესაბამისად შეფასება და რადგანაც წითელი ნუსხა ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე ვრცელდება, ჩვენს სპეციალისტებს აქტიური მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ. ჩვენი თანამშრომლობა ასევე შეეხება ვიზიტორთა პროგრამების შემუშავებას, ეკოსაგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია და თანამშრომლობა ეფექტურობის მნიშვნელოვნად გაზრდის საფუძველი გახდება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ.

მემორანდუმი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატო სულთანიშვილმაც შეაფასა.

მისი თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ემსახურება საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას, სამეცნიერო კვლევების მაღალ დონეზე განხორციელებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს როგორც სახეობების, ასევე ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვას და ასევე ჩვენი საარსებო გარემოს კონსერვაციას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის