logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 70 ახალგაზრდა სკოლისშემდგომი განათლების მოსამზადებელ პროგრამას თსუ-ში გაივლის
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 70 ახალგაზრდა სკოლისშემდგომი განათლების მოსამზადებელ პროგრამას თსუ-ში გაივლის
16:13 17.04.2019
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 70 ახალგაზრდა სკოლისშემდგომი განათლების მოსამზადებელ პროგრამას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის. მოსამზადებელი პროგრამა 17 აპრილიდან დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მრიდან მონაწილეთა სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნათია ზედგინიძის თქმით, „პროგრამის მიზანია აბიტურიენტების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება და ყველაფერი, რაც მათ მომავალ ცხოვრებას უზრუნველყოფს.“

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეს პროგრამა არის კიდევ ერთი კონკრეტული ნაბიჯი საქართველოს უკეთესი მომავლისკენ: „პროგრამამ, ერთი მხრივ, უნდა გაუმარტივოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღება შეზღუდული აქვთ, იმ განათლების მიღება, რომელსაც ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და, მეორე მხრივ, უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა. პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები მიიღებენ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით.“

თსუ-ს განცხადებით 2019 წელს პროგრამაზე დარეგისტრიდა 142 მსურველი, საიდანაც 70-მა მოსამზადებელი კურსის გავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვიტა. აბიტურიენტების უმრავლესობა - 68 აბიტურიენტი გალის რაიონიდანაა, 2 კი - ახალგორის რაიონიდან. თსუ-ში დარეგისტრირებულებიდან 27 აბიტურიენტი, მოსამზადებელი პროგრამის განმავლობაში თსუ-ის ლისის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს.

„ძალიან მინდა ჩავაბარო მედიცინის მიმართულებაზე. 2015 წელს დავამთავრე სკოლა, სწავლა გავაგრძელე კოლეჯში. მერე დავიწყე მუშაობა კლინიკაში. სამწუხაროდ, არ მქონდა საშუალება, რომ სწავლა გამეგრძელებინა. ეს პროგრამა ჩემი მიზნის მიღწევაში დამეხმარება,“ - განაცხადა ახალგაზრდამ ოკუპირებული აფხაზეთიდან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის განსაზღვრულია სამთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა, რომელსაც უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება განახორციელებს. „70 ახალგაზრდა სხვადასხვა საგანში გაივლის სამთვიან კურსს, ყველა მოემზადება ქართულში, და დამატებით იმ საგანში, რომელი მიმართულებითაც მათ უნდათ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. გარდა ამისა, ჩვენ მათ ვუგეგმავთ შეხვედრებს მათთვის საინტერესო პროფესორებთან, სტუდენტებთან, ვთავაზობთ სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს,“- განაცხადა თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა გია მამულაშვილმა. პროგრამის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ორ გამოცდას ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში (რომელიც სავალდებულოა პროექტში მონაწილე ყველა აბიტურიენტისთვის) და მომავალი პროფესიის მაპროფილებელ საგანში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის