logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კრწანისის რაიონში სამი თანამედროვე რეკრეაციული სივრცე ეწყობა
კრწანისის რაიონში სამი თანამედროვე რეკრეაციული სივრცე ეწყობა
16:02 17.04.2019
გრიშაშვილის ქუჩის N51-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის განკუთვნილი 1000 კვ.მ-ზე განთავსებული სკვერი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ლითონის მოაჯირით ტერასის ხიდი, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი უკვე მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა საპარკე სკამები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით სკვერი, რომლის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 210 000 ლარია გამოყოფილი, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებით გამწვანდება.

მათი თქმით, რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები ასევე, დაიწყო ფონიჭალაში. რუსთავის გზატკეცილის N267-ის მიმდებარედ, სკვერი 3 070 კვ.მ-ზე განთავსდება, რომლის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და საბავშვო ზონა მოეწყობა. არსებულ ტერიტორიაზე ასევე, განთავსდება წყლის ადაპტირებული შადრევანი.

ფონიჭალაში მდებარე რეკრეაციულ სივრცეში საპარკე სკამები დაიდგმება და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. სკვერი თანამედროვე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ინვენტარით აღიჭურვება. სკვერის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, მოეწყობა პარკინგი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

ამ დროისთვის, საბავშვო ზონის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ბავშვებისთვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის