logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მარიამ ჯაშმა და ზაზა გაბუნიამ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა
მარიამ ჯაშმა და ზაზა გაბუნიამ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა
17:49 14.04.2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებებში მონაწილეობდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია,

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნაში მონაწილე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მარიამ ჯაშმა.

"ალბათ ბევრი ჩვენგანისთვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იწყება სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან არა მხოლოდ 1989 წლის აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ 1978 წლის მოძრაობით, რაც უკვე არა ერთხელ აღინიშნა და სწორედ სიმბოლურია, რომ ქართული ენის დღეს ჩვენ ვიწყებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებებით", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და იმ უდიდესი შრომისთვის, რომელსაც უნივერსიტეტი აგრძელებს ქართული ენის დაცვის მიმართულებით.

მარიამ ჯაშმა საზოგადოებას შეახსენა პრემიერ-მინისტრის ისტორიული გადაწყვეტილება განათლების სფეროს მხარდასაჭერად მიღებული და განაცხადა:

"მე არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო რამდენად ისტორიულია ის გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერმა-მინისტრმა გაახმოვანა სულ რამდენიმე კვირის წინ. მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი დაფინანსება საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ გავაძლიეროთ განათლების ინფრასტრუქტურა და ხარისხი, არამედ კიდევ უფრო მეტი რესურსი მივმართოთ ქართული ენის და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების დასაფინანსებლად. ეს გახლავს ინიციატივა, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს საქართველოს პროგრესულ და გრძელვადიან განვითარებას".

მან ასევე ისაუბრა დედა ენის დაცვის თვალსაზრისით პარლამენტის გადაწყვეტილებაზე. "დღევანდელ დღეს ასევე მსურს სიხარულით აღვნიშნო, რომ ჩემს კოლეგასთან, ზაზა გაბუნიასთან ერთად, ჩვენ მიმდინარე კვირაში უკვე მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომელიც დაიცავს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ყველა იმ ძეგლს, რომლის საფუძველზეც ხდება განათლების სისტემაში სასწავლო პროგრამების შემუშავება და, პირველ რიგში, ეს ეხება გოგებაშვილის "დედა ენის" მემკვიდრეობას. "დედა ენა" იქნება კანონის დონეზე დაცული და ჩვენ შესაბამის პატივს მივაგებთ იმ უნიკალურ მემკვიდრეობას, რომელიც უდიდესმა საზოგადო მოღვაწემ დაგვიტოვა", - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ბოლო ორი წლის პერიოდში, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სრული მასშტაბით ამოქმედდა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა სახელმწიფო პროგრამისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი.

დასასრულ, მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ასევე ენათმეცნიერების ინსტიტუტის და ხელნაწერების ცენტრის თანადგომისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ 14 აპრილს აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოება ორი უდიდესი სიახლის მოწმე გახდება.

ქართული ენის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქართული ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ. კვირეულის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საზოგადოების წარმომადგენლები.



14 აპრილთან და ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ორგანიზებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში, მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა შემეცნებითი ინსტალაციები, გასართობი ღონისძიებები, მოეწყო საბავშვო კუთხე, გაიმართა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების სტუდენტებისა და მასწავლებლებლების დაჯილდოება.



კვირეულის ფარგლებში გაიმართება თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოფენა "საქართველოსა და ქართული ენის დამცველი", სადაც წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის წერილები და მიმოწერა, რომლებიც ეხება ქართული ენის სწავლების პრობლემებსა და "დედაენის" გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას. უნივერსიტეტშია გახსნილი ასევე ენის დღისადმი მიძღვნილი ქართული შრიფტის გამოფენა და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენათა ქრონოლოგია საარქივო მასალების მიხედვით.



ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართება კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, გამოცემათა პრეზენტაცია და სხვა ღონისძიებები. კვირეული დაიხურება 22 აპრილს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა