logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბექა ოდიშარია ემიგრანტებს დედაენის დღეს ულოცავს
ბექა ოდიშარია ემიგრანტებს დედაენის დღეს ულოცავს
12:29 14.04.2019
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,  ბექა ოდიშარია, ემიგრანტებს დედაენის დღეს ულოცავს:

"ძვირფასო მეგობრებო,

უცხოეთში მცხოვრებო ძვირფასო თანამემამულენო,

გილოცავთ ჩვენი ქვეყნისათვის და მისი მოქალაქეებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს - "დედაენის დღეს".

წითელი რეჟიმის წნეხის მიუხედავად, 1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა საზოგადოებამ,
ჩვენმა ღირსეულმა წინამორბედებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და თავგანწირვის შედეგად, შეგვინარჩუნეს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი.

ახალგაზრდებისათვის შესაძლოა უცნობია ის ფაქტი , რომ საბჭოთა იმპერიის მაშინდელ გადაწყვეტილებას საბჭოეთის სხვა რესპუბლიკებშიც მოჰყვა უკმაყოფილება, თუმცა სახალხო დაუმორჩილებლობა მხოლოდ ქართველებმა გაბედეს.

წარსულშიც და ახლაც ჩვენს საზოგადოებას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ენის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში.

სწორედ ამიტომ მსურს ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო უცხოეთში მოღვაწე ქართული საკვირაო სკოლების პედაგოგებს, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მათ შეგირდებსა და ოჯახის წევრებს,რადგან, სწორედ, მათი დამსახურებაა მეორე და მესამე თაობის ემიგრანტებში ქართული ენისა და იდენტობის შენარჩუნება.

მეგობრებო,

თქვენ ჩვენი დროის გმირები ბრძანდებით!

გარწმუნებთ ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ თქვენს ამ ფასდაუდებელ ღვაწლს!

ვფიქრობ ამ სიტყვებით ყველა ჩვენი თანამოქალაქის თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გამოვხატავ.

მშობლიური ენის ცოდნას ქართულ დიასპორაში, საფრთხე არასდროს უნდა შეექმნას.

ეს გახლავთ ერთერთი ძირითადი განმაპირობებელი კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაჩენისა.

ეს არის ის ღირებულება, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთილხება და სიყვარული.

დედაენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ ფესვებს, კულტურას, ტრადიციას და ვერც სხვის კულტურას ეზიარება სრულყოფილად.

ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქართული და კავკასიური ენების დაცვა-შენარჩუნება.

დედაენის დღე მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქართულთან ერთად აფხაზური ენა საქართველოში სახელმწიფო ენაა, რომელსაც, ანალოგიურად, სჭირდება დაცვა და გაფრთხილება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო
"დედაენის დღეს"

ღრმა პატივისცემით ,

ბექა ოდიშარია ".
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის