logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საქართველოში საკონსერვაციო შეთანხმებებს მოეწერა ხელი
საქართველოში საკონსერვაციო შეთანხმებებს მოეწერა ხელი
11:51 14.04.2019
ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში ხელი მოეწერა 1,200,000 ლარის ღირებულების საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომლებიც ეკო-კორიდორების ფონდის ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა და ბოლაჯურის, ჩორჩნის, ზანავის, ხევაშენის, ფხეროს და კიკიბოს სათემო კავშირებს შორის გაფორმდა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა.

"დაცულ ტერიტორიებს შორის არსებულ სივრცეში ეკო-კორიდორის მოწყობა, შესაძლებლობას მოგვცემს ტერიტორიაზე არსებული განსაკუთებული მნიშვნელობის ჰაბიტატების დაცვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, როგორც ბიომრავალფროვნებით მდიდარი ქვეყნისთვის. პროექტში სამინისტროსთან და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა და ვფიქრობ, ერთიანი ძალებით უფრო მეტად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების ფლორისა და ფაუნის დაცვასა და შენარჩუნებას", - განაცხადა იური ნოზაძემ.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკოლოგიური კორიდორის ფარგლებში, მდგრადი მიწათ და ტყით სარგებლობის პრაქტიკის დანერგვა. აღნიშნული საქმიანობა ბუნების კონსერვაციასთან ერთად, უზრუნველყოფს მოსახლეობის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებას ან ხშირ შემთვევაში, მის გაუმჯობესებას.

პროგრამის ფარგლებში უკვე ხელმოწერილია ოთხი ათწლიანი საკონსერვაციო შეთანხმება - დერცელის, მოხის, ნამინაურისა და ციხისუბნის სათემო კავშირებთან, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2,250,000 (751 000 ევრო) ლარზე მეტია. საკონსერვაციო არეალის ფართობი კი შეადგენს დაახლოებით 8700 ჰა-ს.

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ საკონსერვაციო არეალი და დაეთვალიერებინათ 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, თემების მიერ საკონსერვაციო შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული პირველადი ინვესტიციით შეძენილი საველე ტექნიკა/აღჭურვილობა, რაც საჭიროა საკონსერვაციო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესასრულებლად.
ეკო-კორიდორების ფონდი კავკასიაში წარმოადგენს გრძელვადიან ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც გრძელვადიანი საკონსერვაციო ხელშეკრულებების საშუალებით, უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში.

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, გერმანიის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის მიერ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ხელმოწერის ღონისძიება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს , გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანიის WWF-ის თანადაფინანსებით გაიმართა. პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს "GOPA Consultants", "DFS" და "HessenForst"-ის კონსორციუმი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის