logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული თსუ-ში ხვალ გაიხსნება
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული თსუ-ში ხვალ გაიხსნება
16:34 13.04.2019
14 აპრილს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნება , რომელსაც რექტორის მოადგილე, ალექსანდრე ცისკარიძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კვირეულის ფარგლებში გაიმართება თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოფენა „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იაკობ გოგებაშვილის წერილები და მიმოწერა ეხება ქართული ენის სწავლების პრობლემებსა და “დედაენის” გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით, აჭარასა და სამეგრელოში; ენობრივი, რელიგიური და ეთნიკური საკითხები აფხაზეთში, ახალციხის რეგიონში, ოსმალოს საქართველოში (დღევანდელი აჭარა და თურქეთის ნაწილი), მიმოწერა აკაკი წერეთელთან, ნოე ჟორდანიასთან, გრიგოლ ვოლსკისთან, ისიდორე რამიშვილთან, მიხეილ თამარაშვილთან და სხვა. ასევე, დახმარების თხოვნისა თუ სამადლობელი წერილები საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოსაგან, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან და სხვ.

15.00 საათზე, დაჯილდოვდებიან სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებელი.

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ორგანიზებით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში 13.00 საათიდან მთელი დღის მანძილზე გაიმართება შემეცნებითი ინსტალაციები, გასართობი ღონისძიებები, მოეწყობა საბავშვო კუთხე, 17:00 საათზე კი გაიმართება ნიაზ დიასამიძის და ჯგუფის „33ა“ კონცერტი. 20:00 საათზე თბილისის საკრებულოს შენობასთან 3D ინსტალაციის "ქართული ხელნაწერები" ჩვენება იგეგმება.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართება კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, სტუდენტური ექსპედიციების მასალათა პრეზენტაცია, გამოცემათა პრეზენტაცია.

კვირეული დაიხურება 22 აპრილს თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული გამოფენით „ბურჯი ეროვნებისა“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, უნიკალური ხელნაწერი - გელათის გულანი (გვიანი შუა საუკუნეები). მნახველთა განსაკუთრებულ ინტერესსს გამოიწვევს 1978 წელს მისაღები, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ვარიანტები. მათ შორის ის პროექტი, რომელმაც ქართული საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის