სამეგრელოში თხილის შესაწამლი აპარატების დარიგება დაიწყო
სამეგრელოში თხილის შესაწამლი აპარატების დარიგება დაიწყო
21:08 10.04.2019
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ სამეგრელოში, ფაროსანასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შესაწამლი აპარატების დარიგება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუდან დაიწყო, სადაც ფერმერებს პირველი 100 აპარატიუკვე გადაეცათ.

აპარატების გადაცემის ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.

ფერმერები აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამვლის ზუსტ პირობებს ადგილზე გაეცნენ.

თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ ფაზაში გადადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია კამპანიას – "გადავარჩინოთ თხილის მოსავალი" სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივითვითმმართველობების, კომპანია "ფერეროსა" და USAID–ის მხარდაჭერით ახორციელებს.

ასოციაცია სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს და თხილის მოვლისა და შეწამვლის ყველა ეტაპზე სამუშაო პროცესს კოორდინირებას გაუწევს.

კამპანია მიზნად ისახავს ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შესახებ ფერმერების ინფორმირებას, თხილის ბაღის მოვლის პროცესების მართვას და თხილის მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებას.

ერთი თვის განმავლობაში ფერმერებთან სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში 200-მდე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრებზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კოორდინატორებმა და ტრენერებმა ფერმერებს თხილის ბაღის შეწამვლის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და პროექტში ჩართვის მსურველ ფერმერთა განაცხადებიც მიიღეს.

ამ ეტაპზე, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტში 15 000 მდე ფერმერია ჩართული. ისინი უკვე დაიყვნენ ჯგუფებად და საკუთარი ჯგუფის ლიდერებიც აირჩიეს, რომლებსაც გადაეცემათ თხილის შესაწამლი აპარატები და შეწამვლის პროცესსისინი გაუწევენ ზედამხედველობას.
აღსანიშნავია, რომ ფაროსანასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების გაცნობით გალის რაიონში მცხოვრები ფერმერებიც დაინტერესდნენ. 20-მდე გალელი ფერმერი წალენჯიხაში, ასოციაციის ოფისში, თხილის მოვლის შესახებ მარტშიგამართულ ტრენინგს დაესწრო. ასოციაციის აგრონომებმა და სპეციალისტებმა მათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.

ფაროსანასთან ეფექტიანი ბრძოლა მთელი საქართველოს მოსახლეობისათვის აქტუალურია. თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე ჩაატარა. ახლა ფერმერების უშუალო ჩართულობაა მნიშვნელოვანი. გარდააპარატებით უზრუნველყოფისა, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში, ასოციაცია ფერმერებს ხელს შეუწყობს, რომ მათ შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები. რაც მთავარია, ასოციაციაზედამხედველობას გაუწევს აუცილებელი ხარისხიანი აგროღონისძიებების განხორციელებას შეწამვლის პერიოდში.


ბეჭდვა