კალაძემ განმარტა, რამ გამოიწვია დამწვრის სუნი მეტროს ვაგონში
კალაძემ განმარტა, რამ გამოიწვია დამწვრის სუნი მეტროს ვაგონში
12:16 08.04.2019
დასახელდა მიზეზი, თბილისის მერის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე დამწვრის სუნი ვაგონის პრობლემით იყო გამოწვეული.  ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვაგონის პრობლემა იყო. ეს არის ისევ და ისევ ძველი ვაგონები, რომელიც ხშირად ფუჭდება. ამიტომაც დავიწყეთ პროგრამა, დაახლოებით 100 მილიონი იხარჯება იმისთვის, რომ მოხდეს ვაგონების რეაბილიტირება, განახლება, რომ ეს პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული“, - განაცხადა კალაძემ.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე დამწვრის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გადაადგილება შეფერხებული იყო. 
ბეჭდვა