logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ამხელა მხარდაჭერა, ახლა რომ აქვს პარასპორტს, არასდროს ჰქონია- მსოფლიოს ჩემპიონი, ირმა ხეცურიანი
ამხელა მხარდაჭერა, ახლა რომ აქვს პარასპორტს, არასდროს ჰქონია- მსოფლიოს ჩემპიონი, ირმა ხეცურიანი
10:07 08.04.2019
მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიო თასის 15 გზის გამარჯვებული ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი პარასპოტრში არსებულ ვითარებაზე და პარალიმპური კომიტეტის მხარდაჭერაზე წერს:

„ვარჯიში 5 წლის წინ დავიწყე - ეს ყველამ არ იცის. ამ 5 წელიწადში 16 ოქრო მოვიპოვე - არც ეს იცის ბევრმა. ვარ მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო თასის 15-გზის გამარჯვებული, ევროპაზეც ხომ მაქვს მედლები. და მარტო მე ხომ არ ვარ წარმატებული - ისტორიაში პირველად გვყავს პარალიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები - სულ 19 სახეობაში. საქართველოში პირველად ჩატარდა ისეთი რანგის ღონისძიება როგორიცაა მსოფლიო თასის გათაშება პარაფარიკაობაში. სწორედ ამ გუნდმა შეძლო ეს და სწორედ ამ გუნდმა ჩამოიყვანა პირველად საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ეს ასე უბრალოდ არ ხდება, შრომას მოაქვს. მანამდე რომ მარტო 2 სახეობა იყო პარასპორტში და ახლა ამდენია. 200-ზე მეტი პარასპორტსმენი და მწვრთნელები რომ არიან ჩართულნი და ამდენი წარმატება რომ გვაქვს, ამ წარმატებებს ხელის შეწყობის გარეშე როგორ მივაღწევდით?! ასეთი მხარდაჭერა, ახლა რომ აქვს, ქართულ პარასპორტს არასდროს ჰქონია. გვავარჯიშებენ საუკეთესო მწვრთნელები, შეკრებებს გავდივართ ყველაზე კარგ ბაზებზე, ჩვენც ვშრომობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი შორს გავიტანოთ, ავაჟღეროთ ჰიმნი, ავაფრიალოთ დროშა და გაგახაროთ თქვენ, ჩვენი გულშემატკივარი! წინ გვაქვს არაერთი ჩემპიონატი და პარალიმპიური თამაშები. გვინდა, რომ ამისთვის მოვემზადოთ მშვიდად, ამიტომ ნუ შეგვიქმნით ხელოვნურად დაბრკოლებებს გარედან და ნუ ცდილობთ გააჩინოთ დაპირისპირება სპორტსმენებს შორის! გვაცადეთ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე. პატივისცემით, მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი.“ - წერს სოციალურ ქსელში ირმა ხეცურიანი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის