logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის ძალიან დიდი პატივია, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის ძალიან დიდი პატივია, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი
15:11 06.04.2019
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნა.

საქართველოს პრეზიდენტი, ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში, ძალოსანთა საქართველოს ნაკრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის დიდი პატივია ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის - „ბათუმი 2019-ის“ მასპინძლობა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იმის ნიშანია, რომ საქართველომ ძალოსნობის სპორტულ სახეობაში, და არა მხოლოდ ამ სახეობაში, საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა მოიპოვა.

,,ვფიქრობ, ეს არის დიდი დღე ბათუმისთვის და არის დიდი დღე საქართველოსთვის. ძალიან დიდი პატივია საქართველოსთვის, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ამ წლის ჩემპიონატი. მსოფლიოს სპორტული სამყაროს ნდობის მოპოვება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების დამსახურებაა, რომლებსაც მინდა მივულოცო ამ შეჯიბრის დაწყება და წარმატება ვუსურვო ჩემპიონატის მონაწილე ყველა სპორტსმენს" - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ქალი სპორტსმენის, თათია ლორთქიფანიძის საკითხსაც შეეხო.

,,მე, როგორც ქალი პრეზიდენტი, არ შემიძლია არ ვიყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ერთ-ერთი ჩვენი გამორჩეული ჩემპიონი თათია ლორთქიფანიძე, გაურკვეველი მიზეზების გამო,ვერ მონაწილეობს ამ ჩემპიონატში და იმედი მაქვს, რომ ეს არ უკავშირდება ქალის მიმართ დისკრიმინაციას" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა