logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ნათია ზედგინიძე ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ ოფიციალური ღონისძიებას დაესწრო
ნათია ზედგინიძე ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ ოფიციალური ღონისძიებას დაესწრო
16:41 05.04.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე ,,ფრანკოფონიის თვის"" ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ ოფიციალური ღონისძიებას დაესწრო.

"მისასალმებელია საქართველოში "კამპუს ფრანსისა" და საფრანგეთის წამყვანი უნივერისიტეტების წარმომადგენლების სტუმრობა. ამ მხრივ მინდა აღვნიშნო, კამპუს ფრანსისისა და სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც ეფუძნება 2015 წელს გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ ცენტრისა და საფრანგეთის სასტიპენდიო სააგენტოს ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით საფრანგეთში გააგრძელონ სწავლა და გაიღრმავონ ცოდნა" , - განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

ღონისძიებას, რომელიც ,,ფრანგული ინსტიტუტისა"" და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და განათლების საერთასორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე შედგა განახლებული ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია და მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა.

ფრანგულ-ქართული სამაგისტრო სტიპენდია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ყოველ სასწავლო წელს საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგულ და ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაუფინანსდებათ. სასტიპენდიო პროგრამა 2021 წლის ჩათვლით განხორციელდება და მის ფარგლებში ათეულობით ქართველი სტუდენტი შეძლებს საფრანგეთის უნივერსიტეტებში სწავლას.

ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებიც გამოავლინეს და მათ სერტიფიკატები გადასცეს. 2019-2020 სასწავლო წელს 15 სტიპენდია გაიცემა და საქართველოს მოქალაქეებს ფრანგულ უმაღლეს სასწავლებლებში 1 აკადემიური წლით დაუფინანსდებათ სწავლა. სასტიპენდიო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი.
საგანმანათლებლო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებზე პრეზენტაციის ფორმატში ისაუბრეს: განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ, კამპუს ფრანსის რეგიონულმა დირექტორმა ოლივიე შიშ - პორტიშმა, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა - პიერ კლუემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

საგანმანათლებლო სფეროში საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. სტუდენტთა მობილობის შესახებ იუნესკოს სტატისტიკის მიხედვით, ქართველი სტუდენტებისთვის საფრანგეთი ევროკავშირში რიგით მეორე მიმართულებას წარმოადგენს. ხელმოწერილია ERASMUS + მობილობის თხუთმეტი შეთანხმება. ასევე, უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის 22 ხელშეკრულება. უკვე ფუნქციონირებს სამი ორმაგი დიპლომის პროგრამა (ინფორმატიკა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინა, მართვა). იმის გათვალისწინებით, რომ 5 ქართული უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრია, მათ შეუძლიათ ისარგებლონ პროფესიულ სწავლებაზე ორიენტირებული პედაგოგიური კურსით ფრანგულ ენაზე (როგორც, მაგალითად, ტურიზმისა და ინოვაციების სფეროზე ადაპტირებული ფრანგული ენის კურსი, ონლაინ სწავლების საშუალებით).
ამასთანავე, კამპუს ფრანსის წარმომადგენლობა, საფრანგეთის მიმართულებით მობილობის წახალისების მიზნით, სტუდენტებს უფასო საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევს.

ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ახალ ეტაპს, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაარსება წარმოადგენს. 2018 წლის 26 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის ხელმოწერილი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეთანხმებით დაფუძნებული ამბიციური პროექტის მიზანს წარმოადგენს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ორმაგი დიპლომების ამოქმედება როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობისა და ინფორმატიკის მიმართულებით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის