logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი გაიხსნა
ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი გაიხსნა
17:56 04.04.2019
2019 წლის 4 აპრილს ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულების დედათა და ბავშვთა განყოფილებაში "ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი" გაიხსნა.

"ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი" მსჯავრდებული ქალების 3 წლამდე შვილებისათვის არის განკუთვნილი. აღნიშნული ცენტრის კონცეფციის შემუშავება და ინფრასტრუქტურის მოწყობა "ციხის საერთაშორისო რეფორმის" ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, პროექტის "ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება" ფარგლებში. ცენტრში სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აღმზრდელი- ფსიქოლოგი 2 წლის განმავლობაში იმუშავებს პატიმარი ქალების ბავშვებთან მათი ადრეული განვითარების ხელშეწყობის მიზნით; ფსიქოლოგიური დახმარება გაეწევათ დედებსაც მშობლის უნარების გასაუმჯობესებლად.

2018 წელს საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით დაიგეგმა და განხორციელდა სარემონტო სამუშაოები ქალთა დაწესებულებაში იმ მიზნით, რომ პენიტენციურ სისტემაში გაუმჯობესდეს ბავშვებზე ზრუნვა. მოხდეს მათი აღზრდა-განვითარების ხელშეწყობა; ასევე, პატიმარ დედებს მიეცეთ შესაძლებლობა, განავითარონ მშობლის უნარები და მეტი დრო ჰქონდეთ სარეაბილიტაციო პროგრამებსა და აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც ცენტრის ადრეული განვითარების სპეციალისტმა, თამარ ცქიტიშვილმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შემეწყოს დედასა და ბავშვს შორის ჯანსაღი ემოციური კავშირის დამყარებას.

"სხვადასხვა აქტივობებში, რომელსაც ვახორციელებ ბავშვთან, მშობელი ჩემთან ერთად მონაწილეობს; ასევე ვაწვდი ინფორმაციას დედას - მის ფსიქოლოგიურ განათლებაზეც ვმუშაობ; გარემო და ის რესურსები, რითაც აღიჭურვა დღის ცენტრი, ძალიან მეხმარება, რომ დღის განრიგი იყოს ძალიან მრავალფეროვანი", - აღნიშნა თამარ ცქიტიშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტის უფროსმა, ინგა სარჯველაძემ კი ხაზი გაუსვა იმ გარემობას, რომ ბავშვის განვითარების ეტაპების შესაბამისად და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, სამ წლამდე ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობდეს დაწესებულებაში.

"ეს ის ეტაპია, როდესაც ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის დედასთან ყოფნა; ბავშვი იმყოფება გარემოში, რომელიც მოწყობილია მისთვის, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე. მაგრამ დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ ბავშვების განვითარებისთვის საჭიროა, ამ ყველაფერზე სპეციალისტი ზრუნავდეს - ანუ განვითარების შესაბამისად აწვდიდეს ბავშვს პროგრამებს", - განაცხადა ინგა სარჯველაძემ.
ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა გონდის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა