logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
გალაკტიონ ტაბიძისა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გალაკტიონ ტაბიძისა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
17:46 04.04.2019
მიმდინარე წლის ბოლომდე გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არჩილ ჩიმაკაძის სახელობის N3 ხელოვნების სკოლაში, რევაზ ლაღიძის სახელობის N4 ხელოვნების სკოლაში, ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში, ვიქტორ დოლიძის სახელობის N15 ხელოვნების სკოლაში, N21 ხელოვნების სკოლასა და გიორგი ცაბაძის სახელობის N25 ხელოვნების სკოლაში მიმდინარეობს.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლაში და ალექსი მაჭავარიანის სახელობის N26 ხელოვნების სკოლაში. ამავე ტიპის სამუშაოები იგეგმება მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლასა და სუხიშვილის სახელობის სკოლა-სტუდიაში.

„დასრულდა ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია. გარემონტდა და კეთილმოეწყო სოსო და კოტე წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი. ერთ თვეში ვიქნებით მზად, რომ მისი პირველი დამთვალიერებელი მივიღოთ. 2018 წელს გაიხსნა ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც პირველი ციფრული მუზეუმია თბილისში. ასევე, წლის ბოლომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმს, ხოლო მომავალ წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს“ - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დღეს კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიში და სამომავლო გეგმები წარუდგინა. ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის