მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, სამეცნიერო-კვლევით და სასწავლოა წესებულებებს ამინდისა და ჰიდროლოგიური პროგნოზი უფასოდ მიეწოდება
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, სამეცნიერო-კვლევით და სასწავლოა წესებულებებს ამინდისა და ჰიდროლოგიური პროგნოზი უფასოდ მიეწოდება
17:34 04.04.2019
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებებს გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიური დაკვირვების მონაცემებს, ამინდისა და ჰიდროლოგიურ პროგნოზებს უფასოდ მიაწვდის.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ცვლილები განხორციელდება.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში სამეცნიერო კვლევების ეფექტიანობის გაზრდას და დარგის ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას, მოსახლეობის დროულ და სწორ ინფორმირებას მოსალოდნელი ამინდისა და შესაძლო სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ.


ბეჭდვა