პანკისის ხეობის მოსახლეობას ინგლისურ ენას უფასოდ შეასწავლიან
პანკისის ხეობის მოსახლეობას ინგლისურ ენას უფასოდ შეასწავლიან
12:32 01.04.2019
იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს მსურველების რეგისტრაციას ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსზე, პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, პანკისის ხეობაში მცხოვრები სრულწლოვანი პირებისთვის, ინგლისური ენის უფასო 6 თვიანი კურსი ჩატარდება.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 21 აპრილამდე, მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/2uBqygK ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე შეირჩევა პირველი 30 რეგისტრირებული პირი.

პროექტი მაქსიმალურად მორგებულია ადგილობრივების საჭიროებებზე და ითვალისწინებს პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ინგლისური ენის გაუმჯობესების ხელშეწყობას. სწავლება ყვარელწყლის საზოგადოებრიც ცენტრში ჩატარდება და ის ნოემბერში დასრულდება. კურსის ბოლოს პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ბეჭდვა