logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
“დედამიწის საათი” 2019 საქართველოში
“დედამიწის საათი” 2019 საქართველოში
13:12 31.03.2019
ბუნება მნიშვნელოვანია - "დედამიწის საათის" მეთერთმეტე რაუნდი საქართველოში აღინიშნა 30 მარტს ადგილობრივი დროით საღამოს 20:30 საათიდან კამპანიამ მთელი დედამიწა მოიცვა.

"დედამიწის საათი" მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ, ხოლო წლის თემაა ბიომრავალფეროვნების კარგვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ პროცესების შესაჩერებლად შესაბამისი ზომების მიღებაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, "დედამიწის საათი" რიყის პარკში აღინიშნა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ავსტრიის განვითარების საბჭოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, გერჰარდ შაუმბერგერმა, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დირექტორმა გოგა სანადირაძემ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელმა, ნატალია დავლიანიძემ მიმართეს.

ღონისძიების მონაწილეებმა ანთებული სანთლებისაგან შექმნეს დედამიწის საათის სიმბოლო 60+, რომელიც გვაფრთხილებს, რომ პლანეტაზე ზრუნვა მხოლოდ ერთი საათით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. საღამო მუსიკალურად მომღერალმა ოთო ნემსაძემ სხვადასხვა ჯგუფმა გააფორმეს.

ერთი საათის განმავლობაში შუქი ჩაქრა - საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში, გაეროს სახლში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, რიყის პარკის ტერიტორიაზე არსებული გარე განათება, მშვიდობის ხიდი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმიდა გიორგის მონუმენტი, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობები, ძველი თბილისის შენობები, თბილისის სატელევიზიო ანძა, პრეზიდენტის სასახლე, თბილისის მერია, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების შენობები. აქციის ფარგლებშითბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდა.

დილიდან კი "დედამიწის საათის" აღსანიშნავად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა სპორტული ღონისძიებები. აქტივობების ფარგლებში გაიმართა ველომსვლელობა და გარბენი 6 კმ-ის დისტანციაზე.

ასევე კამპანიის ფარგლებში, მარტის თვის ბოლო კვირეულში ჩატარდა ლექცია-სემინარები სკოლის მოსწავლეებთან დედამიწის ისტორიის, ლურჯი პლანეტის თანამედროვე გამოწვევებისა და "დედამიწის საათის" მნიშვნელობის შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა