logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები განიხილეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები განიხილეს
12:31 31.03.2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრსა და დასავლეთ საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილა და ხაზი გაუსვა მავნებელთან ბრძოლის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების როლს.

გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ მაქსიმალური შედეგის მიღწევა ერთობლივი ძალისხმევითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით იქნება შესაძლებელი.

"აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სრულყოფილი ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარდება ყველა ის ღონისძიება, რომლებიც მავნებელს კონტროლქვეშ მოაქცევს და, შესაბამისად, სასოფლო სამეურნეო კულტურების ზიანი მინიმუმამდე შემცირდება. თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ქართველი ფერმერები წლევანდელ სეზონს ბევრად მომზადებულები ხვდებიან, უფრო ორგანიზებული იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც თხილის კულტურის მოვლასთან არის დაკავშირებული. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა წელს მეტი ინტენსივობით, მეტი ჩართულობით შეძლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, გიორგი იაკობაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ დეტალურად ისაუბრა ფაროსანასთან ბრძოლის მართვის საკოორდინაციო ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

დღეისათვის ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტში მავნებლის მონიტორინგი და რაოდენობის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა