logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
​მარიამ ჯაში: პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მზადაა, ქართული მეცნიერების განვითარებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი
​მარიამ ჯაში: პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მზადაა, ქართული მეცნიერების განვითარებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი
18:12 30.03.2019
„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზაობას, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას“ - ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სამეცნიერო ფორუმის - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა უმასპინძლა და მასში პარლამენტის წევრებმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სამეცნიერო ფორუმის - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, შემაჯამებელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მეცნიერების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის საკითხს და ფორუმის რეკომენდაციებს.

„მთავარი მესიჯი არის ის, რომ მეცნიერება ბრუნდება სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებში“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 30 წლის მანძილზე პირველად ჩატარდა ამ მასშტაბის სამეცნიერო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა მეცნიერებმა, ასევე უცხოეთის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ, უახლოეს პერიოდში, არის პრიორიტეტების განსაზღვრა, თუ რომელ სამეცნიერო სფეროში მოხდება განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, როგორც ჩვენი სამეცნიერო ტრადიციების გათვალისწინებით, ასევე კომერციალიზაციის და საერთაშორისო რანგში საქართველოს მეცნიერების წარმოჩინების პერსპექტივების გათვალისწინებით. ბუნებრივია ქართველოლოგია, ჩვენი სოფლის მეურნეობის ცალკეული მიმართულებები, როგორიც არის მეღვინეობა, ასევე ხორბლის კულტურების ტრადიცია, პრიორიტეტული სფეროს მაგალითებია, თუმცა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული შესაბამისი სამეცნიერო წრეების და ასევე, სახელმწიფოს და კერძო სექტორის ჩართულობით“ - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა როგორც ქართველ მეცნიერებთან, ასევე პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს გააქტიურების მიმართულებით.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მიმდინარეობს ძალიან ქმედითი რეფორმები, როგორც დაფინანსების ზრდის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით“ - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

სამეცნიერო ფორუმი - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა